მაია ცქიტიშვილმა ანაკლიის პორტის ტერიტორია დაათვალიერა

05/07/2019
Radio Atinati-ის მიერ

რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი ანაკლიის პორტს ეწვია და ტერიტორია დაათვალიერა, მანამდე კი მას „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ გენერალურმა დირექტორმა ლევან ახვლედიანმა პორტის შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა.
პორტის ტერიტორიაზე ჩატარებული სამუშაოების დასრულების შემდეგ ხელისუფლებისა და კონსორციუმის წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ ისაუბრეს პორტის ირგვლივ არსებულ ვითარებაზე.
ამ ეტაპზე, სახელმწიფო 4 ფინანსური ინსტიტუტთან მოლაპარაკებებს ხელშეკრულების პირობებთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს აწარმოებს, თუმცა, რამდენიმე დღის წინ მამუკა ხაზარაძემ განმარტა, რომ აღნიშნული პროცესი ნელა მიმდინარეობს.
ამასთან დაკავშირებით ცქიტიშვილმა განმარტა, რომ ბანკების წარმომადგენლებთან შეხვედრა ერთხელ უკვე გაიმართა, რის შემდეგაც წერილობითი კომუნიკაცია შედგა და ახლა კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართა.
„ახლა ვგეგმავთ კიდევ ერთი შეხვედრის გამართვას სწორად იმისთვის , რომ განვიხილოთ ეს ცვლილებები და ეს პუნქტები, რადგან ყველას ერთად გვჭირდება. ჩვენ ყველას ერთად გვაქვს ვადა იმისთვის , რომ შევთანხმდეთ ან ვერ შევთანხმდეთ. დაგეგმილმა ვადამ უკვე ბევრჯერ გადაიწია. რაც შეეხება ხელშეკრულების ვადას, ჯერ ვეცადოთ და ვნახოთ, რითი დამთავრდება ეს ჩვენი ერთობლივი შეხვედრა და კომუნიკაცია, 15 ივნისამდე ჯერ დრო გვაქვს“, - აღნიშნა ცქიტიშვილმა.
ფინანსურ ინსტიტუტებთან მოლაპარაკებებზე „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ გენერალურმა დირექტორმა ლევან ახვლედიანმა განმარტა, რომ უმნიშვნელოვანი პროცესია, რადგან ეს ოთხი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი არის მობილიზირებული, რომ ოთხასმილიონის ინვენსტიცია განახორციელოს ანაკლიის პორტის პროექტში.
„მთავრობასა და ჩვენს შორის მიმდინარეობს კორდინაცია,რომ შედგეს მეორე რაუნდი შეხვედრების. ეს არის 13 მაისის კვირაში. მთავრობას, ერთ-ერთი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტის წარმომადგენლებსა და ჩვენს შორის შედგა შეხვედრა,რომლის ფარგლებშიც ყველა მხარემ გამოთქვა მზაობა და სურვილი, რომ ეს შეთანხმება შედგეს და ყველა წამოვიდეს კომპრომისზე, რათა სადავო 8 პუნტქზე შთანხმდნენ. პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის,რომ ჩავეტიოთ ვადაში,თუმცა ესეთი კომპლექსური მოლაპარაკებებისთვის კონკრეტული ვადების დათქმა არ იქნება უპრიანი. აუცილებელია, რომ ყველა მხარე ვიყოთ მობილურები, მოვეკიდოთ გაგებით იმ პროცესებს, რაც მიმდინარეობს. ერთადერთი, რაც შემიძლია ვთქვა, რომ უფრო სწრაფად და ეფექტურად შეიძლება გამართულიყო ეს პროცესი და ვფიქრობ, ახლა უკვე წინა კვირის შეხვედრისა და ქალბატონი მაიას ვიზიტის შემდეგ გაცილებით სწრაფად და ეფექტურად წარიმართება“, - აღნიშნა ახვლედიანმა.

ვადებთან დაკავშირებით ვიცე-პრემიერმა განმარტა, რომ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ მთავარი ინვესტორია, რომლის ძირითადი დავალებაა დაფინანსების მოზიდვა და პორტის სამშენებლო სამუშაოების განხორციელება.
„ამ ძირითადი კითხვები არის ანაკლიის განვითრების კონსორციუმისკენ. იმის გათვალისწინებით, რომ კომპანიას დასჭირდა სახელმწიფოს დახმარება თანხების მოზიდვის ნაწილშიც, ამიტომ იძულებული გავხდით, ჩვენ ამ პროცესში საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან მათ მოლაპარაკების პროცესში ჩავრთულიყავით. სხვა მხრივ მთლიანობაში ეს არის ვალდებულობა, რომელიც კონსორციუმს აქვს არსებული ხელშეკრულებით და შესაბამისად, ამ ეტაპზე ვმუშაობთ იმისთვის, რომ გაიცეს სესხი, რის შემდეგაც კონსორიცუმს მიეცმა საშუალება, რომ დაიწყოს სამუშაო“,-დასძინა ცქიტიშვილმა.


დღეს ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრმა და ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა ადგილობრივი ხელისუფლებისა და „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ ხელმძღვანელებთან ერთად, პორტის ტერიტორია პირველად დაათვალიერა.


რადიო \"ათინათი\"
Website: http://radioatinati.ge/
Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI
Google+: https://plus.google.com/u/1/
Twitter: https://twitter.com/Atinati1059
Instagram: https://www.instagram.com/radioatinat...

ვიდეოები „Radio Atinati"-ისგან