საქართველოს პირველ არხს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს / ინფექციის მაჩვენებელი საგანგაშო ნიშნულზეა #LIVE

25.09.2020 56:15

• საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს - გენერალურმა დირექტორმა ბორდს პროექტები „დაინახე მეტის“ სახელწოდებით წარუდგინა; თინათინ ბერძენიშვილის ხედვა, გეგმები და პრიორიტეტები, რითაც ის არხს მომავალი ექვსი წლის განმავლობაში უხელმძღვანელებს • ვირუსის გავრცელების სტატისტიკა საგანგაშო ნიშნულზეა - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 265 შემთხვევა და გარდაცვალების ერთი ფაქტი დაფიქსირდა; ქვეყანამ შესაძლოა, მწვანე ზონის სტატუსი დაკარგოს • კიბერუსაფრთხოება, როგორც თანამედროვეობის ერთ-ერთი უმთავრესი გამოწვევა, დღეს საგანგებო ფორუმის თემა გახდა; კიბერსივრცესთან დაკავშირებული რისკები, საფრთხეები და მათი პრევენციის გზები, რასაც ქვეყანა კიბერდანაშაულის თავიდან ასაცილებლად მიმართავს • დავით ფურცხვანიძეს ბრალს ხვალ ოფიციალურად წარუდგენენ - Sputnik TV-ს დამფუძნებელს გამოძიება თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე მტკიცებულებების ფალსიფიცირებას ედავება; ფოტოების ფალსიფიკაციის მოტივად ფურცხვანიძის პირადი ინტერესი სახელდება, რასაც გამოძიება ექსპერტიზის დასკვნით ამყარებს ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: