კორონავირუსის ექვსი ახალი შემთხვევა საქართველოში
საქართველოში „კოვიდ 19“-ის კიდევ ექვსი ახალი შემთხვევა გამოვლინდა, – ინფორმაცია ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ დაუდასტურა. „ჩვენ ვანგარიშობთ გუშინდელი დილიდან, 09:00 საათიდან დღევანდელ 09:00 საათამდე და გვქონდა ცხრა შემთხვევა. დღის განმავლობაში ექვსი დაემატა და შესაძლებელია კიდევ დაემატოს. ექვსი შემთხვევა რესპუბლიკურმა საავადმყოფომ დაადასტურა. ეს მიემატება უკვე დადასტურებულ 837 შემთხვევას“, – აცხადებს გამყრელიძე. ამასთან, რესპუბლიკური კლინიკის დირექტორმა, ლევან გოფოძემ განაცხადა, რომ ექვსი დადებითი პასუხი მათი კლინიკიდან გაგზავნილი პაციენტების ტესტებიდან მიიღეს. ლევან გოფოძის თქმით, სამ დღეში მათთან კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა სამიდან 17-მდე გაიზარდა. სამედიცინო დაწესებულების დირექტორის განცხადებით, მათ ყოველდღიურად სულ უფრო მეტი ადამიანი მიმართავს და მიმართვიანობასთან ერთად ტესტებზე დადებითი პასუხების რაოდენობაც იმატებს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
კორონავირუსი - ეპიდემიოლოგიური ვითარება საქართველოში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
კორონავირუსის გავრცელების სტატისტიკა საქართველოში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
COVID 19-ის გავრცელების ოფიციალური სტატისტიკა საქართველოში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ამირან გამყრელიძის შეფასება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
კორონავირუსის ხუთი ახალი შემთხვევა საქართველოში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
პაციენტთა ჯანმრთელობის მდგომარეობა საქართველოში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ეპიდემიოლოგიური ვითარება საქართველოში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
COVID-19 - ეპიდემიოლოგიური ვითარება საქართველოში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster