COVID-19 - ეპიდემიოლოგიური ვითარება საქართველოში
ეპიდემიოლოგები იმ ორი პაციენტის კონტაქტებს იკვლევენ, რომელთა ინფიცირების წყარო უცნობია. დღეს საქართველოში კორონავირუსის 14 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, მათგან ხუთი პაციენტი ლილოს ბაზრობას უკავშირდება, ექვსი ახალი შემთხვევა კი იმპორტირებულია, ერთი სამედიცინო პერსონალია, ორის შემთხვევაში კი ღრმა ეპიდკვლევა დაიწყო. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა დღეს განაცხადა, რომ ბოლო დღეების განმავლობაში გამოვლენილი შემთხვევების ინფიცირების წყარო უკვე დაადგინეს და ახლა მხოლოდ ორი პაციენტი რჩება, რომელთა წყაროს დასადგენად კონტაქტების მოძიებაზე მუშაობენ. ამ დროისათვის ქვეყანაში კორონავირუსის სულ 1 131 შემთხვევაა გამოვლენილი. განკურნებულია 920 პაციენტი. ამირან გამყრელიძე განსაკუთრებით საყურადღებოდ მიიჩნევს გაჩიანის დასახლებისა და ლილოს ბაზრობის კლასტერებს, თუმცა აცხადებს, რომ ვითარება კონტროლს ექვემდებარება და განგაშის საფუძველი არ არსებობს. როგორც ცნობილია, გარდაბანში კოვიდ-19-ის კიდევ ორი ახალი შემთხვევა დადასტურდა. საერთო ჯამში, გარდაბანში 46 ინფიცირებულია, მათგან 28 სოფელ ყარაჯალარში, რომელიც ჩაკეტილია და ვითარებას სამართალდამცავები აკონტროლებენ. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
COVID-19 - ეპიდემიოლოგიური ვითარება საქართველოში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
COVID-19 - ეპიდემიოლოგიური ვითარება საქართველოში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
COVID-19 - ეპიდემიოლოგიური ვითარება ქვეყანაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
858 ინფიცირებული, 580 გამოჯანმრთელებული და 14 გარდაცვლილი -...
ტელეკომპანია კავკასია • TV Kavkasia
COVID 19 - ინფიცირების ახალი შემთხვევები საქართველოში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
COVID 19 - გავრცელების მაჩვენებელი საქართველოში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საქართველოში ეპიდვითარება სტაბილური ხდება
TV IMEDI
COVID-19-ის გართულებები მცირეწლოვნებში. პანდემიით ქვეყანაში...
ტელეკომპანია კავკასია • TV Kavkasia