ჩხოროწყუში სახალხო ზეიმი „ჩხოროწყუობა“ გაიმართა
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ცამეტივე სოფელს საკუთარი კუთხე ჰქონდა მოწყობილი, გამოფენილი იყო რეწვის და ხელნაკეთი ნივთები. დაბის ცენტრში გაშლილ ფაცხებში მეგრული კერძები მომზადდა და გაიმართა სპორტულ-კულტურული ღონისძიებები,ასევე მოეწყო ჩოხოსანთა მსვლელობა. ჩხოროწყუს გამგებელმა დავით გოგუამ ადგილობრივებს დღევანდელი დღე მიულოცა და ღონისძიების დაწყებამდე საპატიო ჩხოროწყუელები გამოავლინა. „რაც დრო გადის,მით უფრო ლამაზდება ეს სანახაობა. დავაჯილდოვეთ ის ღვაწმოსილი ადამიანები, რომლებიც იმსახურებენ საპატიო ჩხოროწყუელობას“. საპატიო ჩხოროწყუელის ტიტული რვა ადამიანს მიენიჭა, მათ შორის საქართველოს თავდაცვის მინისტრს ლევან იზორიას, ასევე შრომის ვეტერანსა და ექიმს, ნოდარ ჩოკორაიას, ომისა და შრომის ვეტერანს ბონდო აბაშიძეს,ანსამბლ „ჩხოროწყუს“ სოლისტს და მოცეკვავეს ვალერი სიჭინავას, ჩხოროწყუს #2 სკოლის დირექტორს ლიანა ზერაგიას, შრომის ვეტერანს ბაკურ გულუას, ქირურგს- კოტე გობეჩიას, დასუფთავებისა და კეთილმოწყობის მუშას იაშა ჯალაღონიას. ღონისძიებას სტუმრები სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდანაც ესწრებოდნენ. რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge/ Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI... Google+: https://plus.google.com/u/0/116211701... Twitter: https://twitter.com/
Radio Atinati-ის სხვა ვიდეოები
აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის ზუგდიდის მე-...
ედიშერ თოლორაია: ხმა მივეცი ზუგდიდის განვითარებას
ედიშერ თოლორაია განმუხურში მოსახლეობას შეხვდა
თოლორაიას საკრებულოს წევრის უფლებამოსილება არ შეუწ...
ედიშერ თოლორაიამ სხდომის წევრებისგან შენიშვნები და...
ლალი ანთია: მილების ქურდობა ედიშერ თოლორაიას უკავშ...
„თვითმმართველი ქალაქის გაუქმებიდან კანონპროექტის ჩ...
ექიმი:ზუგდიდის ინფექციურში მოთავსებული პაციენტების...
მსგავსი ვიდეოები
ცოტნეობა 2009
Irakli Shonia
სახალხო დღესასწაული ჩხოროწყუში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ჩხოროწყუს სახალხო თეატრი ,,ჯერ დაიხოცნენ, მერე იქორწინეს,, ე...
იურიდიული მომსახურება
ჩხოროწყუს სახალხო თეატრი გ.ერისთავის ,,ძუნწი"
საინფორმაციო ცენტრი კოლხეთი 89
სახალხო დღესასწაული "ჩხოროწყუობა 2017" აღინიშნა
Radio Atinati
ჩხოროწყუში ახალგაზრდა მამაკაცს მანქანაში ხელყუმბარა აუფეთქდა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
თამარ ბელქანია - "ლელოს" მაჟორიტარობის კანდიდატი
Radio Atinati
ჩხოროწყუში საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციამ „ფერმე...
Radio Atinati