დახმარების ახალი პაკეტი


პენტაგონმა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის შესახებ განაცხადა, რომელიც ბრძოლის ველზე არსებულ საჭიროებებს დააკმაყოფილებს, – ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის პრესსამსახური იუწყება. მათივე ინფორმაციით, 600 მილიონი აშშ დოლარის პაკეტი უზრუნველყოფილია უკრაინის უსაფრთხოების სფეროში დახმარების ინიციატივის ფარგლებში. მასში გაერთიანებული იქნება უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემის გასაძლიერებელი აღჭურვილობა, საარტილერიო საბრძოლო მასალა და სხვა საშუალებები. მანამდე კი აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა კიევში ვიზიტის დროს განაცხადა, რომ ვაშინგტონი უკრაინის დასახმარებლად მილიარდ დოლარზე მეტს გამოყოფს.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან