სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი უკრაინისათვის
ჯო ბაიდენმა უკრაინისთვის უსაფრთხოების საკითხებში დახმარების ახალი პაკეტის შესახებ განაცხადა. პრეზიდენტის თქმით, პაკეტი, რომელიც გულისხმობს უკრაინელი სამხედროებისთვის დროული და კრიტიკული დახმარების უზრუნველყოფას, კონგრესში ხმათა უმრავლესობით, ორპარტიული მხარდაჭერით გავიდა. „შეერთებული შტატები შეძლებს უკრაინას მიაწოდოს მეტი იარაღი, რომელსაც ისინი ეფექტურად იყენებენ რუსული თავდასხმების მოსაგერიებლად“, – განაცხადა ბაიდენმა. მისი თქმით, ახალი პაკეტი უკრაინას ახალ შესაძლებლობებს გაუჩენს, მას ექნება მოწინავე შეიარაღება, მათ შორის „ჰაიმარის“ სისტემის საბრძოლო მასალები, რომლითაც ქვეყანა დაიცავს თავს რუსეთის შეტევებისგან. ეს აშშ-ის მიერ უკრაინის უსაფრთხოების დახმარების ფარგლებში მიღებული 11-ე პაკეტია. სამხედრო დახმარება ასევე მოიცავს საჰაერო სადაზვერვო რადარების, ტანკსაწინააღმდეგო ჯაველინების, ჯავშანსაწინააღმდეგო შეიარაღების, საარტილერიო ჭურვების, ვერტმფრენების, ტაქტიკური მანქანების და სათადარიგო ნაწილების გადაცემას. ასევე როიტერის ინფორმაციით, ბაიდენის ადმინისტრაცია უკრაინისთვის „გრეი იგალის“ ტიპის უპილოტო საფრენი აპარატების მიყიდვას გეგმავს, რომლებსაც „Hell Fire“-ის რაკეტებით აღჭურვის შესაძლებლობა აქვს. აღსანიშნავია, რომ „გრეი იგალს“, ბაირაქტარზე 3-ჯერ მეტი წონის გადაზიდვა და 30 საათამდე ფრენა შეუძლია. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი უკრაინისთვის
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი უკრაინისთვის
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
დახმარების ახალი პაკეტი უკრაინისთვის
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
დახმარების ახალი პაკეტი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
აშშ-ის დახმარების მორიგი პაკეტი უკრაინას
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
აშშ-მა უკრაინისთვის 100 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების...
Euronews Georgia
200-მილიონიანი დახმარება უკრაინას
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster