ლუგარის ლაბორატორია BBC-ის რეპორტაჟში
საქართველოში ლუგარის ლაბორატორიის შესახებ რუსეთი დეზინფორმაციას ავრცელებს - ამის შესახებ ნათქვამია BBC-ის მიერ მომზადებულ საგამოძიებო რეპორტაჟში. გაერთიანებული სამეფოს საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს ვიდეოს, რომელშიც ტელეკომპანიის ჟურნალისტი ცდილობს გაარკვიოს, შეესაბამება თუ არა სიმართლეს მოსკოვის ბრალდება, რომ თბილისში მდებარე ლუგარის სახელობის ლაბორატორიაში ადამიანებზე საშიშ ცდებს ატარებენ. რეპორტიორი ამ ინფორმაციის დამამტკიცებელ საბუთებს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების ყოფილ მინისტრ იგორ გიორგაძეს სთხოვს. გიორგაძე ინტერვიუში ამბობს, რომ მას ამის დამამტკიცებელი საბუთები არ გააჩნია. ჟურნალისტის კითხვაზე, ხომ არ არის ეს დეზინფორმაცია, გიორგაძე ამბობს, რომ არ იცის. BBC-ს კორესპონდენტი აღნიშნულ საკითხზე ჯანდაცვის სამინისტროს თანამშრომლებსა და საქართველოში შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელსაც ესაუბრა. რეპორტაჟის ავტორი ასევე ეწვია ლუგარის სახელობის ცენტრს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/ გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ირაკლი კობახიძე მოსკოვის ბრალდებას პასუხობს
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ლუგარის ლაბორატორია
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ლუგარის ლაბორატორია
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ლუგარის ლაბორატორია
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ლუგარის ლაბორატორია
შუადღე მესამეზე
"ლუგარის" ლაბორატორია - ახალი ფაქტები
Geopatriot INFO
ცხინვალის მიერ ბიოტერორიზმში ეჭვმიტანილი
ამერიკის ხმა
ლუგარის ლაბორატორია 17 ქვეყნის წარმომადგენლებმა დაათვალიერეს
PalitraNews