ირაკლი კობახიძე მოსკოვის ბრალდებას პასუხობს
მოსკოვის ბრალდებას, თითქოს თბილისში მდებარე ლუგარის სახელობის ლაბორატორიაში ადამიანებზე საშიშ ცდებს ატარებენ, პარლამენტის თავმჯომარე რუსეთის ჰიბრიდულ ომს უკავშირებს. ირაკლი კობახიძის განმარტებით ლუგარის ლაბორატორიას არაფერი აქვს საერთო რუსეთის პიარტექნოლოგების ბრალდებებთან. საქართველოში ლუგარის ლაბორატორიის შესახებ რუსეთი, დეზინფორმაციას ავრცელებს - ამის შესახებ ნათქვამია BBC-ის მიერ მომზადებულ საგამოძიებო რეპორტაჟში. გაერთიანებული სამეფოს საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს ვიდეოს, რომელშიც ტელეკომპანიის ჟურნალისტი ცდილობს, გაარკვიოს, შეესაბამება თუ არა სიმართლეს მოსკოვის ბრალდება, რომ თბილისში მდებარე ლუგარის სახელობის ლაბორატორიაში ადამიანებზე საშიშ ცდებს ატარებენ. რეპორტიორი ამ ინფორმაციის დამამტკიცებელ საბუთებს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების ყოფილ მინისტრ იგორ გიორგაძეს სთხოვს. გიორგაძე ინტერვიუში ამბობს, რომ მას ამის დამამტკიცებელი საბუთები არ გააჩნია. ჟურნალისტის კითხვაზე, ხომ არ არის ეს დეზინფორმაცია, გიორგაძე ამბობს, რომ არ იცის. "ბი-ბი-სი"-ს კორესპონდენტი აღნიშნულ საკითხზე ჯანდაცვის სამინისტროს თანამშრომლებსა და საქართველოში შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელსაც ესაუბრა. რეპორტაჟის ავტორი ასევე ეწვია ლუგარის სახელობის ცენტრს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/ გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი იუბილარია
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ირაკლი კობახიძე
Parliament of Georgia
ირაკლი კობახიძე
Irakli Darbaidze
ირაკლი კობახიძე: ამორალურ ხალხს ვერ მივცემთ სპეკულაციებისა დ...
TV IMEDI
ირაკლი კობახიძე „თავისუფალ ხედვაში“ / ინტერვიუ პოლ ჯოელთან
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ფარული მასალები და კომპრომატებით ომი არჩევნების წინ #დღისთემ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ირაკლი კობახიძე: მსგავსი რამე ცხოვრებაში არ მითქვამს
info rustavi
ირაკლი კობახიძემ თანამდებობა დატოვა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster