ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართვა


ვოლოდიმირ ზელენსკიმ კავკასიაში, ციმბირსა და რუსეთის ფედერაციის სხვა რეგიონებში მცხოვრებ ერებს მოუწოდა, იბრძოლონ თავისუფლებისთვის, რადგან ვლადიმერ პუტინი არ გაჩერდება მობილიზაციის პირველ ტალღაზე. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინა არ დანებდება და გააგრძელებს ბრძოლას, რადგან იბრძვის საკუთარი მიწისა და სიმართლისთვის. მან აღნიშნა, რომ რუსეთი დარჩა მარტო და იზოლირებულია ცივილიზებული სამყაროსგან, ხოლო ვლადიმერ პუტინს არ აინტერესებს ხალხი და არ სცემს პატივს არც ცოცხალს და არც დაღუპულს.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან