ფერმერებზე საძოვრების იჯარით გაცემა იწყება

04.11.2021 01:03

საქართველოში „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საძოვრების ხელმისაწვდომობის“ პროგრამა ამოქმედდა. საქართველოს მთავრობის 2021 წლის ექვსი ოქტომბრის #497 დადგენილების მიხედვით, ფიზიკურ და იურიდიულ პირს, რომელსაც ჰყავს მსხვილფეხა ან წვრილფეხა რქოსანი პირუტყვი, საძოვრის მიღება სამწლიანი იჯარით შეუძლია. საწყისი სააუქციონო ფასი სამცხე-ჯავახეთის მასშტაბით შეადგენს 15 ლარს. ერთი სული მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვისთვის განსაზღვრულია არანაკლებ, 1 ჰექტარი, წვრილფეხა რქოსან პირუტყვზე კი - მინიმუმ, 0.2 ჰა ფართობი. პროგრამის დეტალები სამცხე-ჯავახეთის მხარის რწმუნებულსა და მუნიციპალიტეტების მერებს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ გააცნო. მისი თქმით, პროგრამის მიზანი საძოვრების რაციონალური გამოყენების ხელშეწყობაა.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

ყველა ვიდეო