საძოვრების რეგისტრაცია


სახელმწიფო პროგრამა, რომელიც ფერმერებს თანხების დაზოგვის, მეცხოველეობის სექტორს კი განვითარების საშუალებას აძლევს. საქართველოს მასშტაბით საძოვრების რეგისტრაციის მეცხრე ეტაპი დაიწყო. „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საძოვრების ხელმისაწვდომობის“ პროგრამა ფერმერებს საძოვრების იჯარით ასაღებად ორ გზას სთავაზობს. მათ შეუძლიათ, საძოვარი აუქციონის გზით ან პირდაპირ გადაცემის წესით მიიღონ, თუმცა საძოვრებით სარგებლობის უფლების მისაღებად საჭიროა, პირუტყვი აღრიცხული და რეგისტრირებული ჰყავდეთ. ქვეყნის მასშტაბით სახელმწიფოს მიერ საძოვრებად რეგისტრირებული მიწის საერთო ფართობი 160 ათასი ჰექტარია.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან