თიანეთში ფერმერებთან შეხვედრა გაიმართა
თიანეთში ფერმერებთან რეგიონული შეხვედრა გაიმართა. მცხეთა-მთიანეთში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის ხელშეწყობის საკითხებზე შეკრებილებს სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ელაპარაკა. შეხვედრას პრემიერ-მინისტრის მრჩეველი სოზარ სუბარი, მცხეთა-მთიანეთის რწმუნებული შალვა კერესელიძე, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ. მინისტრმა ყურადღება გაამახვილა სოფლის მეურნეობის დარგსა და გარემოსდაცვითი მიმართულებით მიმდინარე პროექტებზე. ლევან დავითაშვილმა სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში თიანეთის მუნიციპალიტეტში მოქმედ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივ „ყვარის მთას“ 90 %-იანი თანადაფინანსებით სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა გადასცა. ფერმერებმა და ხელისუფლების წარმომადგენლებმა ასევე განიხილეს მეცხოველეობის განვითარების ხელშეწყობის საკითხები, საძოვრებისა და გადასარეკი ტრასების მოწესრიგება, დაცული ტერიტორიების გაფართოება, მუნიციპალიტეტების სასოფლო-სამეურნეო ტექნიკით აღჭურვა, რეგიონში პროფესიული განათლების ხელშეწყობა, მელიორაციის მიმართულება და სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში გამართულ საერთო კრებებზე წამოჭრილი სხვა საკითხები. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/ გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
შეხვედრა ფერმერებთან - თიანეთი. (შპს ჯეოფერტი - Geofert LTD...
nugzari bakanidze
კენკრის მწარმოებელთა ასოციაციის წევრ ფერმერთან სტუმრად თიანე...
Saperavi TV
თიანეთში მომხდარი სისხლიანი გარჩევის ახალი დეტალები
TV IMEDI
თიანეთში, ტყეკაფებამდე მისასვლელი გზის აღდგენა მიმდინარეობს
Maestro Television
თიანეთში აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მირზა გელოვანის გახსენება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
თიანეთში ''ეტალონი მოსწავლის'' ტიტულის მოსაპოვებლად ყველა სკ...
ეტალონი განათლება
#ნაშუადღევს ქალების ქისა - თიანეთში მცხოვრები დები დოჯურიშვი...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster