კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით ლონდონში ქართული კვირეული მიმდინარეობს

30.11.2013 01:07

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, 27 ნოემბრიდან - 2 დეკემბრამდე, დიდი ბრიტანეთის დედაქალაქი ლონდონი ქართულ კვირეულს მასპინძლობს. 29 ნოემბერს, ოქსფორდ-კემბრიჯის კლუბში გაიმართა ქართველი პოეტის, დავით მაღრაძის კრებულის "ჯაკომო პონტი" ინგლისურენოვანი თარგმანის პრეზენტაცია. კრებულის თარგმანი ვიქტორია ფილდმასა და ნატალია ბუკია-პეტერსს ეკუთვნის. ქართული კვირეულის ფარგლებში, ქართული ღვინის პოპულარიზაციის მიზნით, სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელშეწყობით მოეწყობა სპეციალური ღონისძიება. 1 დეკემბერს, ღვინის მუზეუმში ,,ვინოპოლისი" გაიმართება ქართული ღვინის დეგუსტაცია და რთველი 2013-ის მიმდინარეობის პროცესის ამსახველი ფოტოგამოფენა. http://www.culture.gov.ge/   / culturegovge   http://twitter.com/#!/CULTUREgovge    / culturegovge   http://www.flickr.com/photos/cultureg... http://www.myvideo.ge/?user_id=855045

გაზიარება: