სააკაშვილის გზავნილი ვარშავიდან


მიხეილ სააკაშვილის ახალი გზავნილები პოლონეთიდან. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის რიტორიკა და მიმართვის შინაარსი ამჯერად რადიკალურად განსხვავდება იმ მიდგომებისა და ინიციატივებისგან, რომლითაც ის ქვეყნის მართვის დროს გამოდიოდა. ვარშავაში გამართულ შეხვედრას, სადაც ვიდეორგოლია ჩაწერილი, სააკაშვილის თანაგუნდელებიც ესწრებოდნენ.

პოლონეთის დედაქალაქში „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები იყვნენ ჩასულები, თუმცა, არასრული შემადგენლობით. მათ შორის არც პარტიის თავმჯდომარე, გრიგოლ ვაშაძე ყოფილა. „ვარშავის გეგმა“ - ასე დაარქვა ექსპრეზიდენტმა საქართველოს გადარჩენისა და წყვდიადიდან გამოყვანის მისეულ ხუთნაბიჯიან ხედვას, რომელშიც საქართველოს მოქალაქეობის არმქონე ექსპრეზიდენტი მოსახლეობას რეფორმების გატარებას, მცირე მთავრობის კონცეფციასა და ციხეების დახურვას ჰპირდება. „ნულოვანი ტოლერანტობიდან ციხეების დახურვამდე“ - სალომე ქოქიაშვილი მუშაობდა თემაზე.


ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან