არასაპარლამენტო ოპოზიციამ, შესაძლოა, თვითმმართელობის არჩევნებში საერთო კანდიდატი წარადგინოს. ამ საკითხზე პოლიტიკური სპექტრი კონსულტაციებს უკვე გადის. თელავში მოძრაობა „თავისუფალი საქართველოს\" წარმომადგენელი გიორგი მოსიაშვილი ამბობს, რომ პარტიული სიის თვალსაზრისით, ერთ კანდიდატზე შეჯერება არასაპარლამენტო ოპოზიციისთვის მომგებიანი იქნება. ერთი კანდიდატის წარდგენის მომხრეა „ქრისტიან- დემოკრატიული მოძრაობის\" თელავის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი. ვანო გალახვარიძის თქმით, საარჩევნო კოდექსის დამტკიცების შემდეგ გაირკვევა, ოპოზიციას ეყოლება თუ არა საერთო კანდიდატი.
ვებ-გვერდზე გადასვლა:
http://bit.ly/1mwNsKQ
ვებ-გვერდზე გადასვლა:
http://bit.ly/1mwNsKQ