საკონსტიტუციო სასამართლო პრეზიდენტის იმპიჩმენტზე კონსტიტუციურ წარდგინებას განიხილავს
10/03/2023
საკონსტიტუციო სასამართლო ისტორიაში პირველად, პრეზიდენტის იმპიჩმენტზე კონსტიტუციურ წარდგინებას განიხილავს. დაარღვია თუ არა კონსტიტუციის 52-ე მუხლი ქვეყნის მთავარსარდალმა? - ამ კითხვას პასუხი 9 მოსამართლისგან შემდგარმა პლენუმმა უნდა გასცეს. ვერდიქტამდე მსაჯულებმა 80 დეპუტატის მიერ ხელმოწერილი წარდგინება ზეპირი მოსმენით განიხილეს, უპრეცედენტო პროცესზე მხარეები მოხსენებით წარდგნენ და წარადგინეს საკუთარი არგუმენტები და ახსნა-განმარტებები.
ირაკლი კობახიძემ თავის მოხსენებაში პრეზიდენტის იმპიჩმენტთან დაკავშირებულ კონსტიტუციურ წარდგინებაზე ისაუბრა და ის არგუმენტები და მაგალითები დაასახელა, რომელიც მისი თქმით, ადასტურებს პრეზიდენტის მხრიდან კონსტიტუციის დარღვევას. კობახიძის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილმა განზრახ, გაცნობიერებულად დაარღვია უზენაესი კანონი. სასამართლოს წინაშე ახსნა-განმარტებები წარადგინეს პრეზიდენტის წარმომადგენლებმაც.
მაია კოპალეიშვილისა და თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, კონსტიტუციური წარდგინება დაუსაბუთებელია და არ არსებობს კონსტიტუციის დარღვევის სამართლებრივი და ფაქტობრივი მოცემულობა. მათი თქმით, გასათვალისწინებელია პრეზიდენტის კონსტიტუციური სტატუსი. სახელმწიფოს მეთაურს კონსტიტუცია გარკვეულ უფლებამოსილებას ანიჭებს წარმოადგინოს საქართველო საგარეო ურთიერთობებში. მათი განმარტებით, პრეზიდენტი მოქმედებდა არა კონსტიტუციის 52-ე, არამდე 49-ე მუხლის ფარგლებში, რომელსაც მთავრობის თანხმობა არ სჭირდება. ვიზიტები უკავშირდება ქვეყნის ევროინტეგრაციას, რომელზეც პოლიტიკური ნება საქართველოს მთავრობას უკვე გამოხატული აქვს. მათივე განმარტებით, აღნიშნული სამივე ვიზიტიდან არცერთი ყოფილა წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელება, ზურაბიშვილი მოქმედებდა 49-ე და ასევე 78-ე მუხლების ფარგლებში.
საკონსტიტუციო სასამართლოში იმყოფება ნოდარ ჩაჩუა.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/1stchannel.1...
გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.