მეორე შანსი ქალისთვის- ფორუმ-თეატრის წარმოდგენა ზუგდიდში
ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, ახალჩამოყალიბებულმა ფორუმ-თეატრმა წარმოდგენა გამართა, რომლის სიუჟეტის თანახმად, ქმარს გაცილებულ ქალს მის შვილთან პრობლემები აქვს. წარმოდგენა, რომელიც რეალურ ამბავზე იყო დაფუძნებული და ზუგდიდელმა ქალებმა განასახიერეს, ინტერაქტიული იყო. შეკრებილებმა პრობლემის მოგვარების საკუთარი ხედვების შესახებ ისაუბრეს. ღონისძიების ორგანიზატორის ციცინო შენგელიას თქმით, წარმოდგენის მთავარი მიზანი ქალისთვის მეორე შანსისა და ცხოვრების ხელახლა დაწყების შესაძლებლობის აუცილებლობაა. წარმოდგენაში ასევე ნაჩვენები იყო, რამდენად ხშირად კიცხავს და აქილიკებს საზოგადოება ასეთ ქალებს. „მთავარი აზრია ის, რომ სიუჟეტი რომელსაც ადამიანები თამაშობენ წმინდა ადამიანური შეგრძნებებიდან გამომდინარე კონკრეტული ადამიანის გამოცდილებას... ისინი ჩვენ გვერდით ცხოვრობენ, მაგრამ აქვთ გამოცდილება და სათქმელი საზოგადოებისთვის, რომელიც დღეს თამამად უთხრეს მათ. რაც შეეხება მესიჯს, საზოგადოებისგან ამ ქალმა მიიღო მესიჯი, რომ სჭირდება გაძლიერება საკუთარ გადაწყვეტილებაში, რომ ჰქონდეს შესაძლებლობა, თვითონ წარმართოს და იყოს პასუხისმგებელი საკუთარ ცხოვრებაზე“, - თქვა თქვა „სამოქალაქო აქტივობისა და თანასწორობის ცენტრის" ხელმძღვანელმა ციცინო შენგელიამ. ზუგდიდში ფორუმ-თეატრის ახლახან ჩამოყალიბდა და დასი წარმოდგენებს მომავალშიც გამართავს. ღონისძიება საერთაშორისო პროექტ „არენას“ ფარგლებში რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge/ Facebook: / rado.atinati Google+: https://plus.google.com/u/1/ Twitter: / atinati1059 Instagram: / radioatinati1059fm
Radio Atinati-ის სხვა ვიდეოები
აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის ზუგდიდის მე-...
ედიშერ თოლორაია: ხმა მივეცი ზუგდიდის განვითარებას
ედიშერ თოლორაია განმუხურში მოსახლეობას შეხვდა
თოლორაიას საკრებულოს წევრის უფლებამოსილება არ შეუწ...
ედიშერ თოლორაიამ სხდომის წევრებისგან შენიშვნები და...
ლალი ანთია: მილების ქურდობა ედიშერ თოლორაიას უკავშ...
„თვითმმართველი ქალაქის გაუქმებიდან კანონპროექტის ჩ...
ექიმი:ზუგდიდის ინფექციურში მოთავსებული პაციენტების...
მსგავსი ვიდეოები
მეორე შანსი
მთიულის ფერმა
მეორე შანსი ქართულად / meore shansi qartulad
თურქული სერიალები
მეორე შანსი ყოფილი პატიმრებისთვის
ამერიკის ხმა
მეორე შანსი უდიპლომო ბოსი 2018
Nino Ustiashvili
მეორე შანსი (meore shansi)
ფილმები ქართულად
მეორე შანსი 1 სერია
tako gabrichidze
მეორე შანსი 2 სერია
tako gabrichidze
მეორე შანსი 3 სერია
tako gabrichidze