მეორე შანსი ქალისთვის- ფორუმ-თეატრის წარმოდგენა ზუგდიდში

11/05/2018
Radio Atinati-ის მიერ

ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, ახალჩამოყალიბებულმა ფორუმ-თეატრმა წარმოდგენა გამართა, რომლის სიუჟეტის თანახმად, ქმარს გაცილებულ ქალს მის შვილთან პრობლემები აქვს. წარმოდგენა, რომელიც რეალურ ამბავზე იყო დაფუძნებული და ზუგდიდელმა ქალებმა განასახიერეს, ინტერაქტიული იყო. შეკრებილებმა პრობლემის მოგვარების საკუთარი ხედვების შესახებ ისაუბრეს.

ღონისძიების ორგანიზატორის ციცინო შენგელიას თქმით, წარმოდგენის მთავარი მიზანი ქალისთვის მეორე შანსისა და ცხოვრების ხელახლა დაწყების შესაძლებლობის აუცილებლობაა. წარმოდგენაში ასევე ნაჩვენები იყო, რამდენად ხშირად კიცხავს და აქილიკებს საზოგადოება ასეთ ქალებს.

„მთავარი აზრია ის, რომ სიუჟეტი რომელსაც ადამიანები თამაშობენ წმინდა ადამიანური შეგრძნებებიდან გამომდინარე კონკრეტული ადამიანის გამოცდილებას... ისინი ჩვენ გვერდით ცხოვრობენ, მაგრამ აქვთ გამოცდილება და სათქმელი საზოგადოებისთვის, რომელიც დღეს თამამად უთხრეს მათ. რაც შეეხება მესიჯს, საზოგადოებისგან ამ ქალმა მიიღო მესიჯი, რომ სჭირდება გაძლიერება საკუთარ გადაწყვეტილებაში, რომ ჰქონდეს შესაძლებლობა, თვითონ წარმართოს და იყოს პასუხისმგებელი საკუთარ ცხოვრებაზე“, - თქვა თქვა „სამოქალაქო აქტივობისა და თანასწორობის ცენტრის\" ხელმძღვანელმა ციცინო შენგელიამ.

ზუგდიდში ფორუმ-თეატრის ახლახან ჩამოყალიბდა და დასი წარმოდგენებს მომავალშიც გამართავს. ღონისძიება საერთაშორისო პროექტ „არენას“ ფარგლებში

რადიო \"ათინათი\"
Website: http://radioatinati.ge/
Facebook:   / rado.atinati  
Google+: https://plus.google.com/u/1/
Twitter:   / atinati1059  
Instagram:   / radioatinati1059fm

ვიდეოები „Radio Atinati"-ისგან