მართლმადიდებელი სამყარო დღეს ღვთისმშობლის შობის დღესასწაულს აღნიშნავს.
ქრისტიანულ ლიტერატურაში არსებობს იაკობის აპოკრიფული თხზულება „შობა მარიამისა", რომელიც დაწვრილებით მოგვითხრობს, თუ როგორ შეეძინათ იოაკიმესა და ანას მომავალი მშობელი განკაცებული უფლისა. ყოვლადწმიდა ქალწული გალილეის პატარა ქალაქ ნაზარეთში დაიბადა. მისი მამა, მართალი იოაკიმე, დავით მეფის ტომიდან იყო, ხოლო დედა, მართალი ანა, პირველი მღვდელმთავრის აარონის შთამომავალი გახლდათ. ღვთისმოშიშ ცოლ-ქმარს შვილი არ ეძლეოდა. ასე მიაღწიეს მათ ხანდაზმულობამდე, მაგრამ იმედი არ დაუკარგავთ, რომ ღმერთი, რომლისთვისაც არაფერია შეუძლებელი, შვილს მომადლებდა მათ. იოაკიმემ და ანამ აღთქმა დადეს, რომ ახალშობილს ტაძარში მსახურებისათვის უფალს მიუძღვნიდნენ. ებრაელები უშვილობას ღვთის სასჯელად მიიჩნევდნენ, ამიტომ იოაკიმე და ანა თანამემამულეთაგან მრავალ უსამართლო ყვედრებას ისმენდნენ. ერთ-ერთ დღესასწაულზე მართალ იოაკიმეს იერუსალიმის ტაძარში უფლისათვის მსხვერპლის შეწირვა სურდა, მაგრამ მღვდელმთავარმა უარი უთხრა. მოხუცი ღრმა მწუხარებით აივსო, უდაბნოს მიაშურა და ორმოცი დღე მარხვასა და ლოცვაში გაატარა. უფალმა შეისმინა ცოლ-ქმრის ვედრება. მთვარანგელოზმა გაბრიელმა ანას აცნობა, რომ იგი მალე დედა გახდებოდა, ხოლო მისი ნაშობი განდიდდებოდა. გახარებულმა ქალმა მადლიერების ნიშნად მაშინვე აღთქმა დადო, რომ ბავშვს... http://odishi.ge
მსგავსი ვიდეოები
ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანება
ტელეკომპანია თანამგზავრი
აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული
Radio Atinati
მართლმადიდებელი სამყარო ღვთისმშობლის შობის დღეს აღნიშნავს
Maestro Television
მართლმადიდებელი სამყარო მარიამობ...
odishitv
მართლმადიდებელი სამყარო პეტრე-პავლობას აღნიშნავს
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სააღდგომო ლიტურგია
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
კვირაცხოვლობის დღესასწაული
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
დღეს პეტრე-პავლობას აღინიშნება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster