მართლმადიდებელი სამყარო მარიამობ...

28.08.2012 01:20

მართლმადიდებელი სამყარო მარიამობისთვის ემზადება. დღესასწაულთან დაკავშირებით ტაძრებში სადღესასწაულო წირვა აღევლინება. მარიამობა თორმეტ საუფლო დღესასწაულთა შორისაა, რადგან ამ დღეს მაცხოვარი „ყოველთა მიეგება დედას თვისას და თავის სავანეში დაასახლა იგი". ყოვლადწმინდა მარიამი სიონის მთაზე, იოანე ღვთისმეტყველის სახლში ცხოვრობდა. იგი სალოცავად ყველაზე ხშირად გოლგოთასა და ზეთისხილის მთას ირჩევდა. ერთხელ ზეთისხილის მთაზე ლოცვისას მას მთავარანგელოზი გაბრიელი გამოეცხადა და ახარა, რომ მისი ზეცაში აღსვლის დრო ახლოვდებოდა და რომ ეს მოვლენა სამი დღის შემდეგ აღსრულდებოდა. ღვთისმშობელი მადლობდა და ევედრებოდა უფალს, რომ სხეულიდან განსვლის ჟამს მის თვალებს წყვდიაადის მთავარი და ჯოჯოხეთის საშინელებანი არ ეხილა, რომ მისი სული ღვთაებრივი ხელით თვით უფალს მიეღო. ყოვლადწმინდა მარიამი მიძინებისთვის ემზადებოდა და ითხოვდა მოემზადებინათ სანთლები, საკმეველი და ყოველივე ის, რაც დაკრძალვისთვის აუცილებელი იყო. ხალხი ყოველი მხრიდან მოდიოდა იოანე ღვთისმეტყველის სახლისკენ, როდესაც შეიტყობდნენ, რომ ღვთისმშობელი ზეცაში უნდა ამაღლებულიყო. ღვთისმშობელი აიმედებდა და ჰპირდებოდა, რომ არ მიატოვებდა და ვინც მწუხარებისა და უიმედობისას მიმართავდა, ყველასთვის მსწრაფშემწე იქნებოდა. ღვთისმშობლის აღსასრულს ეკლესია მიძინებას უწოდებს, რადგან მას სულ ცოტა ხნით მიეძინა და აღსდგა. მან მიიძინა, რათა ნეტარი, მარადიული სიცოცხლისათვის გამოეღვიძა. მარიამობის მარხვა 14 აგვისტოს დაიწყო და ხვალ, 28 აგვისტოს დასრულდება. http://www.odishi.ge/   / odishitv

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

მართლმადიდებელი სამყარო დღეს ღვთისმშობლის შობის დღესასწაულს აღნიშნავს.
03:00

მართლმადიდებელი სამყარო დღეს ღვთისმშობლის შობის დღესასწაულს...

odishitv

მართლმადიდებელი სამყარო პეტრე-პავლობას აღნიშნავს
00:56

მართლმადიდებელი სამყარო პეტრე-პავლობას აღნიშნავს

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

სააღდგომო ლიტურგია
00:57

სააღდგომო ლიტურგია

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

მართლმადიდებელი სამყარო ღვთისმშობლის შობის დღეს აღნიშნავს
00:42

მართლმადიდებელი სამყარო ღვთისმშობლის შობის დღეს აღნიშნავს

Maestro Television

მართლმადიდებელი სამყარო ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს აღნიშნავს
03:27

მართლმადიდებელი სამყარო ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს ა...

Maestro Television

ცეცხლის გარდამოსვლა მაცხოვრის აღდგომის ტაძარში
03:30

ცეცხლის გარდამოსვლა მაცხოვრის აღდგომის ტაძარში

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

მართლმადიდებელი სამყარო აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს
00:31

მართლმადიდებელი სამყარო აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნი...

Maestro Television

სააღდგომო ლიტურგიის პირდაპირი ტრანსლაცია 23 საათზე დაიწყება
01:04

სააღდგომო ლიტურგიის პირდაპირი ტრანსლაცია 23 საათზე დაიწყება

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ყველა ვიდეო