აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული

04/16/2017
Radio Atinati-ის მიერ

დღეს ქრისტიანული სამყარო ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომას აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით საზეიმო ღამისთევის მსახურება ჩატარდა ზუგდიდის ვლაქერნის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში. ეკლესიაში პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლეც წაიკითხეს. ზუსტად 12 საათზე სასულიერო პირებმა, მგალობლებმა და მრევლმა ხატებით, ჯვრებით, ანთებული სანთლებითა და გალობით ტაძრის გარშემო ლიტანიობა შეასრულეს.

უფლის მკვდრეთით აღდგომა მიულოცა ზუგდიდელებს და სრულიად საქართველოს ტაძრის წინამძღოლმა მამა მალხაზ ჭანტურიამ:
„ეს არის სიცოცხლის სიკვდილზე, ბოროტებაზე სიკეთის, ცოდვაზე სიწმინდის გამარჯვების დღე. ვუსურვებ ჩვენს ხალხს ქრისტეს მორჩილებასა და სიყვარულს, ურთიერთს შორის სიყვარულს, თანადგომას, ერთობას, ერთსულოვნებას, საკუთარ თავზე გამარჯვებას. დალოცვილი და გახარებული ბრძანდებოდეთ“.
ღამისთევის ღვთისმსახურება ვლაქერნის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში გამთენიისას დასრულდა.

ქრისტეს აღდგომით 40 დღიანი მარხვა გახსნილდა. აღდგომა მოძრავი დღესასწაულია და წელს იგი მართლმადიდებელმა და კათოლიკურმა სამყარომ ერთად აღნიშნეს.
სახარების მიხედვით, უფალი ძე ღვთისა იესო ქრისტე კაცობრიობის გადასარჩენად და მისი ცოდვების გამოსასყიდად განკაცდა, ჯვარს ეცვა და მესამე დღეს მკვდრეთით აღდგა. 12 საუფლო დღესასწაულს შორის აღდგომა ყველაზე მნიშვნელოვანია.

რადიო \"ათინათი\"
Website: http://radioatinati.ge/
Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI...
Google+: https://plus.google.com/u/0/116211701...
Twitter: https://twitter.com/

ვიდეოები „Radio Atinati"-ისგან