საჩუქარი წიგნის მაღაზიებს

06.07.2012 01:11

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში ვაჟა- ფშაველას ბიუსტთან, მინისტრის ნიკოლოზ რურუას ინიციატივით წიგნის მაღაზიებს სამინისტროს მიერ გამოცემული წიგნები საჩუქრად გადაეცათ. სამინისტროს მიერ გამოცემული ეს წიგნები დღეიდან, მაღაზიებში „წიგნები ვაკეში", „სანტა-ესპერანსა", „ლატერნა", „ლატერნა+", „ლიბრა", „პრიმა 2" დაბალ ფასად გაიყიდება. წიგნების გადაცემასთან ერთად კულტურის სამინისტროში შედგა ვაჟა-ფშაველას ბიუსტის გახსნის მოკრძალებული ცერემონია. ბიუსტის ავტორია მოქანდაკე ბიძინა ავალიშვილი. http://www.mcs.gov.ge http://www.facebook.com/culturegovge http://twitter.com/#!/CULTUREgovge    / culturegovge   http://www.flickr.com/photos/cultureg... http://www.myvideo.ge/?user_id=855045

გაზიარება: