#აჩუქეწიგნი-შოთა რეხვიაშვილის საჩუქარი გუმბათის სასწავლო ცენტრს
23 აპრილს, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, შოთა რეხვიაშვილმა, წიგნისა და საავტორო უფლებების დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, #აჩუქეწიგნი - კამპანიის ფარგლებში, წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ,,გუმბათის სასწავლო ცენტრს“, დაპირებისამებრ, წიგნები გადასცა. შოთა რეხვიაშვილი და წალკის მუნიციპალიტეტის მერი, ილია საბაძე ცენტრის ხელმძღვანელს, ირა ძირკვაძესა და მოსწავლეებს გაესაუბრნენ, პირადად მიულოცეს წიგნის საერთაშორისო დღე და მომავალი წარმატებები უსურვეს. ,,დაახლოებით ერთი თვის წინ, სოფელ ,,გუმბათის სასწავლო ცენტრში“, გავიცანით ძალიან კარგი ახალგაზრდა, ირა ძირკვაძე, რომელიც თაობებს საკუთარი ინიციატივით ასწავლის სხვადასხვა სასკოლო საგნებს და ამეგობრებს წიგნებთან. ჩვენ მათ დავპირდით, რომ მაქსიმალურად გავამრავალფეროვნებდით ცენტრის ბიბლიოთეკას და სიმბოლურად, წიგნის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საჩუქრად გადავეცით მათთვის საინტერესო და საჭირო ლიტერატურა. წარმატებები მინდა ვუსურვო თითოეულ მათგანს. ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ მეგობრობას, მხარს დავუჭერთ მათ, ძალიან საინტერესო, ინიციატივებს და გავაძლიერებთ ერთმანეთს“-აღნიშნა სახელმწიფო რწმუნებულმა. სასწავლო ცენტრის ხელმძღვანელმა ირა ძირკვაძემ, შოთა რეხვიაშვილს გამოჩენილი ყურადღებისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მათთვის მხარის ხელმძღვანელი პირის მხარდაჭერა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და დამატებითი მოტივაციაა მომავალი აქტიური საქმიანობისთვის. აღსანიშნავია, რომ სოფელში სასწავლო ცენტრი 2017 წლიდან ფუნქციონირებს, რომელიც ერთადერთი ახალგაზრდული სივრცეა გუმბათისა და მიმდებარე მაღალმთიანი სოფლებისთვის. ცენტრის ხელმძღვანელის ძალისხმევით, ადგილობრივი ახალგაზრდები აქტიურად არიან ჩართული, სხვადასხვა საგანმანათლებლო და შემეცნებითი პროექტების დაგეგმვა-განხორციელებაში და ეუფლებიან ქართულ და ინგლისურ ენებს. #ქვემოქართლი2019 #აჩუქეწიგნი2019
ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია-ის სხვა ვიდეოები
საზოგადოებრივი საკონსულტაციო საბჭოს სხდომა
შოთა რეხვიაშვილმა რუსთავის თეატრს მორიგი წარმატება...
01:52
ოქროსა და ვერცხლის მედალოსნების დაჯილდოება რუსთავშ...
02:21
ადმინიტრაციამ ,,ახალ უმაღლეს სასწავლებელთან“ მემორ...
01:39
ურიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ტურიზმის განვითარ...
01:42
ფართომასშტაბიანი ინფრასტრუქტურული პროექტები მარნეუ...
01:09
მარნეულში პროფესიული კოლეჯის მშენებლობა აქტიურად მ...
00:58
მარნეულში სასმელი წყლის ჭაბურღილი და სატუმბი სადგუ...
მსგავსი ვიდეოები
23 აპრილი წიგნის ჩუქების დღეა
Palitra L Publishing
23 აპრილი წიგნის ჩუქების დღეა
Palitra L Publishing
#აჩუქეწიგნი - სანდრო ლორთქიფანიძის 3 რჩევა
Palitra L Publishing
23 აპრილი წიგნის ჩუქების დღეა!
Palitra L Publishing
#აჩუქეწიგნი - ხატია შამუგია
Palitra L Publishing
აჩუქე წიგნი
giorgi kekelidze
#ახალიდღე / giorgi kekelidze
giorgi kekelidze
Gulf პროექტის #აჩუქეწიგნი მხარდამჭერია
Business Media Georgia