გარდაცვლილი ფეხბურთელის საქმე


თბილისის საქალაქო სასამართლოში 20 წლის ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით, სამედიცინო დოკუმენტაციის გაყალბებაში ბრალდებული, რესპუბლიკური საავადმყოფოს ექთნის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. როგორც პროკურორმა განაცხადა, ისინი ბრალდებული თეა ბეგიაშვილის ბრალეულობის დამადასტურებელი დოკუმენტების საქმეზე დართვის შუამდგომლობას დააყენებენ. მისივე თქმით, გამოყოფილ საქმეზე სხვა ექიმების პასუხისმგებლობის საკითხის შესწავლა მიმდინარეობს. გარდაცვლილი ფეხბურთელის მამა, ადვოკატი გაიოზ ჩარკვიანი გამოძიებას აკრიტიკებს. მისი თქმით, იკვეთება სხვა ექიმების პასუხისმგებლობის საკითხიც, თუმცა გამოძიება ჭიანურდება. მას პრეტენზიები აქვს ჯანდაცვის სამინისტროსთანაც. 20 წლის ფეხბურთელი კორონავირუსის დიაგნოზით რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობდა და 2021 წლის 10 სექტემბერს გარდაიცვალა. ექთანს გირაო 5000 ლარი აქვს შეფარდებული.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან