დაიწევს თუ არა ვაქცინაციის ასაკობრივი ზღვარი
მოზრდილი მოსახლეობის 27% ერთი დოზით არის აცრილი. სასწავლო სეზონის მოახლოებისა და ინდური „დელტა“ შტამის გავრცელების სწრაფი ტემპების ფონზე, სულ უფრო აქტიურდება მოზარდების ვაქცინაციის დაწყების საკითხი. ეპიდემიოლოგების პროგნოზით, თუ მეოთხე ტალღის დროს მცირეწლოვნები ძირითადად ოჯახური კონტაქტების დროს ინფიცირდებოდნენ, სწავლის დაწყების შემთხვევაში, ისინი თავად გახდებიან ვირუსის გამავრცელებლები. ამ დილემის გადაჭრის გზას ეპიდემიოლოგები ვაქცინაციის ასაკობრივი ზღვარის 12 წლამდე დაწევაში ხედავენ. მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ში და ევროპის რამდენიმე ქვეყანაში 12 წლიდან მოზარდებს უკვე ცრიან, საქართველო გადაწყვეტილების მიღებას ჯერ არ ჩქარობს და ჯანმოს რეკომენდაციებს ელოდება. მანამდე კი მძიმე ეპიდემიური სურათის გამო, სწავლა დიდი ალბათობით ისევ ონლაინ დაიწყება. გაერო და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ქვეყნებს სასწავლო პროცესის კლასებში წარმართვისკენ და ამ მიზნით მთელი რიგი ზომების გატარებისკენ მოუწოდებს. თუმცა ვაქცინაციის ტემპებისა და ინფიცირების დადებითობის მაღალი მაჩვენებლის გათვალისწინებით, საქართველო ამ რეკომენდაციას, სავარაუდოდ, ვერ შეასრულებს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
საპენსიო სესხების საპროცენტო განაკვეთი პენსიონერებისთვის
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საარჩევნო ბარიერი და საკონსტიტუციო ცვლილებები
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ფინანსთა მინისტრს პარლამენტში მოუსმინეს
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ზ.ბუდაღაშვილი - გაგრძელება (მორგან - 2)
zura spec
ბახმუტი - ჯოჯოხეთი დედამიწაზე
ამერიკის ხმა
„რა მოხდება იმ შემთხვევაში თუკი ივანიშვილი უკან არ დაიხევს?“...
Formula News
არა რუსულ კანონს! - გიგლა ოჩიაური, მარტოკაცი, არხოტის ხეობა
Mtisambebi / მთის ამბები