ზ.ბუდაღაშვილი - გაგრძელება (მორგან - 2)
მორგან ნახე ფანჯრები, ყინვა - ყიდის - ყიამეთს. სანიტრები განჯღრევენ აპრილივით მიამიტს. აკრილივით უსვია ვენის შინდი დერეფნებს, გაციებს და სუსხია, წამალს ფხვნის და ბგერებს ყეფს. შენი მედდა მუნჯია, პირბადიდან ზღვა უჩანს... ესენინი ურჩიე, თხელყდიანი რა უჭირს. იქნებ ზიგმუნდს გაეშვან, მაგ ებრაელ დანადგარს. ან ცოტა ხნით დაეჭვდნენ იორდანე რაღად ყარს. ხალათიან ბასიაკს, კაბინეტში სმა უყვარს. კამათს ჩალის ფასი აქვს, მაგას ქრისტე დაუყვანს! შუბლი საეკლისქუდე, შიზოიდის დოსიე. საით გინდა მიბრუნდე?! ათიდან ცხრა ბოზია ! შენ კი ამბობ მიეზღო მორგან ვინც დასვრილია? პირველ რიგში იესო ღმერთია თუ, შვილია? კითხვა მაქვს და კითხვები სიოც ვარ და ქარიც ვარ ჭაობს ვჭამ და ვითხვრები მგელიც ვარ და ცხვარიც ვარ ცივ მთვარეს თუ ცა ითმენს, ცა ბარდნის და, ცა ჟონავს. შეეშვი მაგ უაიტმენს ! მკვდრები ღმერთმა გვაშოროს. ყველაფერი ბლეფია, ნერვიც საოპიატე. შენი სული მეფეა ! ლოგინზე რომ მიაბეს. მორგან მხრები დამალე, "ტიზერცინმა" წვა იცის. ერთადერთი წამალი ბიბლია და, დაიწევს... არა, მანდ ნუ დაჯდები, მანდ ვინც დაჯდა მკვდარია! ძარღვებიც არ აჩნდებათ ამათ, სხვაგან არიან... არაფერი სიახლე ტვინია და გალაყდა, კედელს ნუღარ მიახლი სისხლი გაგიტალახდა. განგრენისფერ ქალაქში, ხალხიც მოგანგრენისფრო. როდის უნდა დამთავრდეს ღრმა ძილის და ხვრენის დრო?! ამ მართლა ახვრების დრო... ამ ცოცხალი მკვდრების დრო... შენ დახატულ გაზაფხულს როდის უნდა ვეღირსო?! რისი დემოკრატიაა? სხვა მიზნისთვის მინდოდი, ადიოს და ადიოს, მშვიდობით და მშვიდობით. გენდე მაგრამ ფანდია უხარისხო ტრიუკი მე - ზ.ბუდაღაშვილი შენ კი ალბათ ჰიუგო. მე იმდენი ვეწამე ფრესკა ვარ და მხატავენ სისხლის ჯგუფით მესამე და ყველაფრის სათავე მე მაჯებში კალიუმ ღამით უფრო ატომი აჰა მორგან დალიე დალიე და დამტოვე - video upload powered by https://www.TunesToTube.com
მსგავსი ვიდეოები
ზ.ბუდაღაშვილი - fucked up("რადგან გადარჩი")
zura spec
ზ.ბუდაღაშვილი - "ვოლიერი"
zura spec
ზ.ბუდაღაშვილი - "next station-station square"
zura spec
ზ
Silk School
ზ
Tamar Antadze
ზ.ე.საყოველთაო სეანსი. განიკურნე და განკურნე. სიყვარულით.
elixir of life
ბენედიქტ ფერნანდესი / ჩინური ისტორიები - KOLGA TBILISI PHOTO...
Artareatv
ზ.ხ-ს მამის განცხადებით, საკუთარ სახლში სავარაუდოდ მოსასმენი...
Formula News