მცირემიწიან ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობა
სოფლის მეურნეობის სამინისტრო თებერვლიდან „მცირემიწიან ფერმერთა 2014 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტს" იწყებს. სწორედ ამ მიზნით სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე დავით გალეგაშვილი და სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს დირექტორის მოადგილე არჩილ ბუკია დღეს კახეთის გუბერნატორს და გამგებლებს შეხვდნენ. შეხვედრაზე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს საშუალება ჰქონდათ პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიეღოთ. პროექტის ფარგლებში კახეთის რეგიონში დახმარებას 96 826 ბენეფიციარი მიიღებს. პროექტის მიზანია მცირემიწიანი ფერმერების მაქსიმალური დახმარება. პროექტის ბიუჯეტი 90 მილიონამდე ლარს შეადგენს. მას სახელმწიფო ბიუჯეტი და აიპ-ი სოფლისა და სოფლის მეურნეობის ფონდი დააფინანსებს, ხოლო აიპ-ი სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო განახორციელებს. ვებ-გვერდზე გადასვლა: http://bit.ly/1dTRUCc
მსგავსი ვიდეოები
მცირემიწიან ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პრო...
makho Basy
ზუგდიდში მცირემიწიან ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწ...
makho Basy
„მცირემიწიან ფერმერთა წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობ...
ტელეკომპანია თანამგზავრი
მცირემიწიან ფერმერთა 2015 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშე...
ასე შენდება ქვეყანა
"მცირემიწიან ფერმერთა 2015 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშ...
guriis gubernia
მცირემიწიან ფერმერთა 2014 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშე...
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
გლეხები შემცირებულ დახმარებას მიიღებენ
ტელეკომპანია თანამგზავრი
ლიბერთი ბანკის აგრო ბარათების გაცემა დაიწყო
Liberty • ლიბერთი