ლიბერთი ბანკის აგრო ბარათების გაცემა დაიწყო

26.02.2014 00:47

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტომ, მცირემიწიან ფერმერთა 2014 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტი დაიწყო. პროექტის ფარგლებში ფერმერებს უკვე #აგრო ბარათების მიღებაც შეუძლიათ. სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე დავით გალეგაშვილი, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს დირექტორი გიორგი ჩხეიძე, კახეთის რეგიონის გუბერნატორი ირაკლი შიოლაშვილი და #ლიბერთი ბანკის გენერალური დირექტორი გიორგი არველაძე, დღეს კახეთის რეგიონში, ქალაქ თელავის ლიბერთი ბანკის ფილიალში აგრო ბარათების დარიგების პროცესს გაეცნენ და ადგილზე მისულ ფერმერებს შეხვდნენ.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

ყველა ვიდეო