შსს-მ ჯგუფურად ჩადენილი ქურდობების ბრალდებით ოთხი პირი დააკავა

15.11.2015

შსს-ს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის საგარეჯოს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1996 წელს დაბადებული შაჰინ ბ, 1992 წელს დაბადებული სირხან ა, 1994 წელს დაბადებული ნურბაბა ხ, და 1995 წელს დაბადებული თაჯირ ჯ. ჯგუფურად ჩადენილი ქურდობის ბრალდებით დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ სირხან ა-მ, ნურბაბა ხ-მ, და თაჯირ ჯ-მ საგარეჯოს რაიონის სოფელ ლამბალოში, „ლიბერთი ბანკის“ სერვის ცენტრში ღამით ფანჯრიდან ფარულად შეაღწიეს, სეიფი, პლასტიკური აგრობარათები მოიპარეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. ასევე დადგინდა, რომ ოთხივე ბრალდებულმა, საგარეჯოს რაიონის სოფელ უდაბნოში, 17 სული მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი ფერმიდან მოიპარეს. სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებულები დანაშაულების ჩადენიდან რამდენიმე დღეში საგარეჯოს რაიონის სოფელ უდაბნოსა და სოფელ ლამბალოში დააკავეს. მოპარული სეიფი სოფელ ლამბალოში წყლის არხიდან, ხოლო ნურბაბა ხ-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას საბანკო პლასტიკური აგრობარათები ნივთმტკიცებად ამოიღეს. ასევე სირხან ა-ს სახლის ჩხრეკისას ამოღებულია არარეგისტრირებული, ორლულიანი გადაჭრილი სანადირო თოფი და 8 საბრძოლო ვაზნა, ხოლო შაჰინ ბ-ს პირადი ჩხრეკისას – არარეგისტრირებული პისტოლეტი ერთი მჭიდით და 7 საბრძოლო ვაზნით. სამართალდამცველებმა გაყიდულ 5 სულ პირუტყვს სოფელ ლამბალოში მიაკვლიეს და პატრონებს დაუბრუნეს. დაკავებულები აღიარებენ ჩადენილ დანაშაულებს. სიახლის სრულად სანახავად გადადით შემდეგ ბმულზე: http://goo.gl/y8vEO6

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

ჯგუფურად ჩადენილი ქურდობის ბრალდებით შსს-მ სამი პირი დააკავა 07.12.2017
00:38

ჯგუფურად ჩადენილი ქურდობის ბრალდებით შსს-მ სამი პირი დააკავა...

Tv Dia

შსს-მ მარნეულში მომხდარი ქურდობის ფაქტები გახსნა
00:23

შსს-მ მარნეულში მომხდარი ქურდობის ფაქტები გახსნა

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

შსს-მ ჯგუფურად ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით 4 პირი დააკავა

შსს-მ ჯგუფურად ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანები...

შინაგან საქმეთა სამინისტრო

შსს-მ ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ბრალდებით ორი პირი დააკავა

შსს-მ ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ბრალდებით ორი პირი დააკავ...

Maestro Television

შსს მ ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით სამი პირი დააკავა
00:56

შსს მ ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით სამი პირი დააკავ...

info news

შსს-მ „ქურდული სამყაროს“ წევრობისა და ჯგუფური გამოძალვის ბრალდებით 3 პირი დააკავა
00:27

შსს-მ „ქურდული სამყაროს“ წევრობისა და ჯგუფური გამოძალვის ბრა...

შინაგან საქმეთა სამინისტრო

"როგორც იქნა, ბინა დაითრიე ხო? - გელა ხასაიას ზარი ციხიდან თანამებრძოლებთან
00:11

"როგორც იქნა, ბინა დაითრიე ხო? - გელა ხასაიას ზარი ციხიდან თ...

ტელეკომპანია კავკასია • TV Kavkasia

რუსთავში მკვლელობის საქმეზე გახსნილია
03:45

რუსთავში მკვლელობის საქმეზე გახსნილია

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ყველა ვიდეო