დაკავება შვილებისა და მეუღლის მიმართ ჩადენილი ძალადობის ბრალდებით

01.02.2020 00:32

არასრულწლოვანი შვილებისა და მეუღლის მიმართ ჩადენილი ძალადობის ბრალდებით, მოლდოვის მოქალაქეა დაკავებული. სამართალდამცველებმა 34 წლის ქალი თბილისში აიყვანეს. გამოძიების ინფორმაციით, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა ქალმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ქმარს და ასევე 15 და 10 წლის შვილებს. ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დაკავებული ოჯახის წევრებზე სისტემატურად ძალადობდა. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, ბრალდებულს 1-დან 3 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: