კულტურის სამინისტროს გენინსპექცია პრეზიდენტის ადმინისტრაციაში
პრეზიდენტის ადმინისტრაცია კულტურის სამინისტროს პოლიტიკურ თავდასხმაში ადანაშაულებს. ორბელიანების სასახლეში დღეს წულუკიანის უწყების გენერალური ინსპექცია შევიდა. სვიმონ დადიანის ხუთი ტილო, რომლებიც რეზიდენციაში იყო წარმოდგენილი, ხელოვნების სასახლეში წაიღეს. მიზეზად ერთ-ერთი ნახატის დაზიანება სახელდება. გაჩნდა კითხვა - არ უკავშირდება გადაწყვეტილება სალომე ზურაბიშვილის გუშინდელ „ფეისბუქ“-პოსტს, რომელშიც პრეზიდენტმა ეროვნულ გალერეაში მომხდარ ინციდენტზე პოლიციელების მობილიზება გააპროტესტა. როგორც გენერალური ინსპექციის განმარტებიდან ირკვევა, დაზიანება ერთ-ერთ ნახატზე ჯერ კიდევ დეკემბერში ჩატარებული მონიტორინგის დროს იპოვეს. პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან კულტურის სამინისტროს ახსენებენ, რომ დადიანის ნამუშევრები წლების წინ საქართველოში სწორედ სალომე ზურაბიშვილის ძალისხმევით ჩამოიტანეს და ხუთი ნახატი სასახლეში მისი ვადის ამოწურვამდე უნდა დარჩენილიყო. სხვა ინფორმაციას ავრცელებს გენერალური ინსპექცია. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
კულტურის სამინისტროს ახალი გუნდი
culturegovge culturegovge
სამინისტროს დელეგაცია ლონდონში
culturegovge culturegovge
ფოლკლორული ანსამბლები
culturegovge culturegovge
კულტურის სამინისტროს პრემიები
culturegovge culturegovge
კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით ლონდონში ქართული კვირეული მ...
culturegovge culturegovge
კულტურის სამინისტროს განცხადება
culturegovge culturegovge
კულტურის სამინისტროს ახალი პროექტები
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
კულტურის სამინისტროს პროექტები
პირველი არხი Georgian Public Broadcaster