მცხეთის პოლიციის სამმართველოში „რუმს ჰოტელ ყაზბეგის“ თანამშრომლებს კითხავენ

10.06.2019 00:48

ყაზბეგში ვერტმფრენის ჩამოვარდნის საქმეზე, მცხეთის პოლიციის სამმართველოში „რუმს ჰოტელ ყაზბეგის“ თანამშრომლების გამოკითხვა მიმდინარეობს. როგორც კომპანიის წარმომადგენლების ადვოკატი, კახა წერეთელი აცხადებს, დღეს პოლიციაში სასტუმროს ხუთი თანამშრომელია დაბარებული. კომპანია „ავიატორი +“-ს  ეკუთვნის ვერტმფრენი, რომელიც ყაზბეგში 6 ივნისს ჩამოვარდა. დაიღუპა სამი ადამიანი. ეკონომიკის სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, ყაზბეგში ჩამოვარდნილი ვერტმფრენი ამერიკულ-კანადური წარმოების იყო, რომელიც 2018 წელს არის გამოშვებული. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/ გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

ყველა ვიდეო