ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრმა აფხაზეთის ანექსია ენგურის ხიდზე დაგმო
06/11/2017
Radio Atinati-ის
მიერ
ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი ლინას ლინკევიჩუსი ენგურის ხიდზე არსებულ ვითარებას გაეცნო. ის ოკუპირებული აფხაზეთიდან მოქალაქეების გადაადგილების პროცესსაც დააკვირდა. მასთან ერთად იმყოფებოდა სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონიაც, რომელმაც ლინკევიჩუსს რეგიონში არსებულივითარება გააცნო.
„სამწუხაროა ის ფაქტი, რომ ადამიანებს ნორმალური ცხოვრების საშუალება არა აქვთ. დასანანია ის საერთაშორისო დანაშაული, რომელსაც აქ ვხედავთ, ეს არის დამოუკიდებელი სახელმწიფოს ანექსია. ხალხის, საზოგადოების შუაზე გახლეჩა. ის დაბრკოლებები, რომელსაც უქმნიან ადამიანებს ჩემი შეფასებით ძალიან ცუდი სანახავია.
რუსეთმა უნდა გააცნობიეროს, რომ მეზობელი სახელმწიფოს ტერიტორიების მითვისება არ დარჩება რეაგირების გარეშე.
საერთაშორისო ბერკეტი არის არ აღიარების პოლიტიკა, რომელიც უნდა გაგრძელდეს ფინანსური, პოლიტიკური და სხვა ასპექტებით. ეს პოლიტიკა უნდა იყოს თანმიმდევრული და უნდა გაგრძელდეს მანამდე, სანამ სიტუაცია მოგვარდება“, - განაცხადა ლინას ლინკევიჩიუსმა ენგურის ხიდზე.
ცნობისთვის, მანამდე ლინკევიჩმა გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელ ხურჩაში გაუქმებული ე.წ. გამშვები პუნქტიც დაათვალიერა.
რადიო \"ათინათი\"
Website: http://radioatinati.ge/
Facebook: / rado.atinati. .
Google+: https://plus.google.com/u/0/116211701...
Twitter: https://twitter.com/