წონის მარტივი ,გემრიელი და ჯანსაღი კლება | ჩემი ვეგანური მოცხარის სმუზის რეცეპტი

23.05.2020 02:32

კარანტინის შემდეგ წონაში კლება ყველაზე აქტუალური საკითხია. ძალიან გაგვიმართლა იმაში ,რომ მისი დასრულების პერიოდი სწორად ზაფხულს დაემთხვა ,როდესაც საკვებ პროდუქტებში ყველაზე მეტი ვიტამინია და ყველაზე გემრიელი ,მარტივი და ამავდროულად ჯანსაღია კლების პროცესში. სმუზის შემადგენლობა შავი მოცხარი 150 გრ ავოკადო 1/2ც ბანანი 1ც არაქისის კარაქი 1 ჩკ ჩიას მარცვლები 5გრ შვრია 50გრ დარიჩინის ფხვნილი 1/2 ჩკ წყალი 100 მლ ყინული 4-5 კუბიკი შავი მოცხარი - 100გრ=63კკალ შავი მოცხარი შეიცავს რიგი ვიტამინების ჯგუფს (B, C , D, E ,P ,A, K),რკინას,ფოსფორის მჟავას.ეს კენკრა ვიტამინებით ყველაზე მდიდარია. ავოკადო - 100გრ=218კკალ ავოკადო ცოტათი თუ ჩამორჩება ვიტამინებისა და სასარგებლო ნივთიერებების შემცველობით.მასში სასარგებლო ნივთიერებები ისეთი რაოდენობითაა ,რომ შესაძლებელია სხვა საკვები პროდუქტების (არაერთი ) ჩანაცვლება. ბანანი 1ც=105კკალ ბანანი არის ენერგიის ჯანსაღი წყარო ,მის შემცველობაში შემავალი B და C ვიტამინების გარდა, გვხვდება ისეთი ელემენტები ,როგორიცაა კალიუმი ,მაგნიუმი , სპილენძი და სხვა მრავალი.ის შეიცავს ამინომჟავებს ,რომელიც ტვინში სასიამოვნო შეგრძნებებს აღძრავენ და არის ბუნებრივი ანტიდეპრესანტი. არაქისის კარაქი 100გრ= 647კკალ მითი არის ის ,რომ არაქისის კარაქი ასუქებს. არაქისის კარაქი აქვეითებს მადას რითაც ხელს უწყობს წონაში კლებას, ამავდროულად მთელი დღისთვის საჭირო ენერგიის მარაგს ავსებს.იგი შეიცავს ანტიოქსიდანტებს და ხელს უშლის სიმსივნისა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების წარმოქმნას ჩიას თესლი 100გრ=486 ჩიას თესლი დიდი ხანი იყო კაცობრიობისთვის მიუწვდომელი .მას ძველად მაიას ტომის წარმომადგენლები მიიღებდნენ ,მათი ცივილიზაციის გაქრობასთან ერთად ეს პროდუქტიც გაქრა .მოგვიანებით კი მექსიკაში მოქხერხეს ამ ძალიან სასარგებლო პროდუქტის თავიდან გამოყვანა .ის ერთწლოვანი მცენარეა . ყველაზე მნიშვნელოვანი ღირებულება, იმ უამრავი ღირებულებიდან , რაც ჩიას გააჩნია, არის ამინომჟავების უხვი შემცველობა.მასში შემავალი ომეგა 3 და ომეგა 6. ჩიას ზეთში შემავალი ომეგა სამის პროცენტულობა 65% ორჯერ მეტია ,ვიდრე ხიზილალაში და 42 ჯერ მეტი ,ვიდრე ზეითუნის ზეთში. ჩია ამცირებს რიგი დაავადების განვითარების და ხელს უშლის დაბერების პროცესს . ჩიას 5 გრამი საკმარისია ომეგა 3 დღე ღამის დოზის მისაღებად შვრია 100გრ=370კკალ შვრიის დადებით თვისებებზე ალბათ უკვე ბევრი გსმენიათ.მისი მიწისზედა ნაწილი, რომელსაც საკვებად იყენებენ გამდიდრებულია სასარგებლო ნივთიერებებით , ვიტამინებით ,ამინომჟავებით,ცილებით ,ცხიმებით ,თუთია ,მანგანუმი,რკინა ,სახამებელი ,უჯრედისი. დარიჩინი 100გრ=303კკალ დარიჩინის 4-5 გრამი 15-20% ით ამცირებს სისხლში შაქრის დონეს ,სძენს არომატსა და აქვეითებს მადას .ძალიან კარგია კანისათვის ,ამიტკმ მას ხშირად გამოიყენებენ კრემებში . წყალი H20 ანუ წყლის დადებით თვისებებზე მგონი არაფრის დამატება არის საჭირო .ის შეუცვლელია ადამიანის ორგანიზმში. follow me on my social accounts FACEBOOK : https://www.facebook.com/theblondeesc... INSTAGRAM:https://www.instagram.com/ninibilikho... TWITTER:https://twitter.com/ninibilikhodze?s=... LINKEDIN: https://www.linkedin.com/in/nino-bili...

გაზიარება: