ეკლერები იტალიური ბეზეს კრემით - Vanilla Éclairs

24.02.2021 09:28

#ეკლერებისრეცეპტი #მოხარშულიკრემი #Vanilla Éclairs #იტალიურიბეზესკრემი დღეს გაპრანჭული ეკლერების მარტივი რეცეპტი მოგიმზადეღთ ;) იმედია გულგრილი არ დარჩებით და გამოიწერთ ჩემ კულინარიულ ბლოგს მე კი ბევრ მარტივ და გემრიელ ვიდეო რეცეპტს გპირდებით ;) ინგრედიენტები: კარაქი - 120გრ წყალი - 150მლ რძე - 150მლ მწკივი მარილი ფქვილი - 200გრ კვერცხი -4დიდი ან 5საშუალო ზომის ( !!! ოთახის ტემპერატურის) ცომის კონსისტენცია არ უნდა იყოს არც ძალიან თხელი და არც ძალიან სქელი, ვიდეოში კარგად არის ნაჩვენები როგორი უნდა იყოს იდეალური ეკლერის ცომი, რომ არ ჩაგივარდეთ. ბოლო კვერცხის შეზელის შემდეგ თქვიფეთ 5-10წუთი, ცომი უნდა პრიალებდეს. ცხვება 180გრადუსზე გახურებულ ღუმელში 40-45წუთი. ცხობის პერიოდში არ გააღოთ კარები. კარგად გამომშრალი ეკლერები მარტივად ძვრება საცხობ ქაღალდს. P.S. მე ამ პორციით გამომდის 20საშუალო ზომის ეკლერი. ზომა თქვენ სურვილზეა დამოკიდებული. კრემი: რძე - 500მლ შაქარი - 1 1/2 (375გრ) ფქვილი - 5ს/კ (100გრ) ვანილი - 1პაკეტი კარაქი(მარგარინი) - 150გრ შაქარს, ფქვილს და ვანილს ვურევთ ერთმანეთში, რძეს ვათბობთ დაბალ ცეცხლზე და ვასხავთ მშრალ მასას, ვურევთ ერთნაირი მასის მიღებამდე და ვაბრუნებთ ქვაბში, ვხარშავთ დაბალ ცეცხლზე, 15-20წუთის განმავლობაში და ვურევთ გამუდმებით რომ არ მიიკრას. შემდეგ ვიღებთ ჭურჭელში და ვაციებთ ბოლომდე. გავიებულ ფაფას ულუფებად ვაზელთ ოთახის ტემპერატურის გათქვეფილ კარაქს. კრემი გამოდის ქათქათა და ძალიან მარტივი სამუშაოდ. ინარჩუნებს ფორმას, მორთვის დროსაც. ბეზეს კრემი: 2კვერცხის ცილა - საშუალოდ წონა გამოდის - 56-60გრ შაქარი - ცილის წონის 2მაგი ოდენობა ანუ თუ ცილა 60გრ შაქარი დაგჭირდებათ - 120გრ წყალი - 80მლ ლიმონის წვენი - 1ს/კ შაქრისგან, წყლისგან და ლიმონისგან მოვადუღოთ სიროფი, თუ გაქვთ კულინარიული თერმომეტრი სიროფის ტემპერატურა უნდა იყოს 114გრადუსი და ამის შემდეგ წვრილი ნაკადით ვასხავთ წინასწარ გათქვეფილ ცილას და ვაგრძელებთ თქვეფას 10-15წუთი, მანამ სანამ მასა მოცულობაში არ გასამმაგდება და არ შეგრილდება. გამოდის ძალიან ჰაეროვანი და გემრიელი კრემი. იდეალურია გასაფორმებლად ;) ------------------------------ filming on * 4kUltra hd * canon E800 ---------------------------- follow me on * instagram   / tamarlagazauri   * facebook   / tamuna.lagazauri   * pinterest   / boards

გაზიარება: