„პატრიოტთა ალიანსის“ მეოთხე ნომერი პარლამენტში შედის
ოპოზიციისთვის განკუთვნილი 60 მანდატიდან მინიმუმ ერთი ათვისებული იქნება. „პატრიოტთა ალიანსის“ სიის მეოთხე ნომერი პარლამენტში შესვლას აპირებს. საკანონმდებლო ორგანოში პარტიიდან მოხვედრილი ოთხი წევრიდან, ავთანდილ ენუქიძე ერთადერთია, რომელსაც სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის თხოვნით პარლამენტისთვის არ მიუმართავს. როგორც განმარტებებიდან ირკვევა, ენუქიძისთვის ოპოზიციის ცალკეულ წარმომადგენლებთან ერთად ბრძოლა მიუღებელია. ირმა ინაშვილი მის გადაწყვეტილებაში ჩარევას არ გეგმავს, თუმცა გამორიცხავს, რომ მან, გოჩა თევდრორაძემ და გიორგი ლომიამ თავდაპირველი პოზიცია შეცვალონ. დანარჩენ ოპოზიციაში დარწმუნებულები არიან, რომ „პატრიოტთა ალიანსის“ ერთი წევრის გეგმა საპარლამენტო სურათს მაინც ვერ შეცვლის. ახლა საინტერესოა, იქნება თუ არა ენუქიძე საკანონმდებლო ორგანოში ოპოზიციის ერთადერთი წარმომადგენელი, მითუმეტეს იმ ფონზე, რომ ოფიციალურად მანდატებზე უარი ორ პოლიტიკურ ძალას ჯერ არ უთქვამს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
„პატრიოტთა ალიანსის“ სიის მეოთხე ნომერი პარლამენტში შედის
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
#მოამბე 21 საათზე, 23 დეკემბერი, 2020 #LIVE
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
„პატრიოტთა ალიანსის“ სია
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
„პატრიოტთა ალიანსის“ სია
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
„პატრიოტთა ალიანსის“ სია
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
პატრიოტთა ალიანსის სიის მეოთხე ნომერი ავთანდილ ენუქიძე მანდა...
ტელეკომპანია კავკასია • TV Kavkasia
კონსულტაციების მეოთხე რაუნდი / ვაქცინა „კოვიდ19“-ის წინააღმდ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
დავით ზილფიმიანის ღია წერილი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster