თელავის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა


თელავის რიგგარეშე საკრებულოს სხდომაზე დეპუტატებმა მუნიციპალიტეტის გაყოფასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს. ცნობილი გახდა, რომ თვითმმართველ ქალაქსა და თემში 4-4 აიპი იქნება. გარდა ამისა, ცვლილება შევიდა გამგეობის დებულებაში, რომლის მიხედვითაც, სოფლებში რწმუნებულების ინსტიტუტი გაუქმდა. არსებული ინფორმაციით, თვითმმართველი ქალაქის ბიუჯეტი, დაახლოებით, 9 მილიონი ლარით, ხოლო თემის 7 მილიონი ლარით განისაზღვრა.
საკრებულო ახალი შემადგენლობით მიმდინარე წლის 2 აგვისტოს შეიკრიბება.

ვებ-გვერდზე გადასვლა:
http://bit.ly/1nFyFLt

ვიდეოები „ტელეკომპანია თანამგზავრი"-ისგან