„ქართული ოცნების“ ყოფილი წევრები: პარტია ზურაბიშვილის გამო დავტოვეთ
10/16/2018
Radio Atinati-ის
მიერ
„ქართული ოცნების“ უკვე ყოფილი წევრები, რომლებიც „ევროპულ საქართველოს“ შეუერთდნენ, ამბობენ, რომ მათ მიერ მმართველი პარტიის დატოვების ძირითადი მიზეზი ზურაბიშვილის კანდიდატურაა. ისინი აცხადებენ, რომ სალომე ზურაბიშვილი მათთვის მიუღებელია.
„იყო რამდენიმე მიზეზი, ჩვენი ქვეყნის განვითარების პროცესი შენელდა და ამის ფონზე ზურაბიშვილის მხარდაჭერა საბოლოო შეძახილი იყო ჩემთვის, რომ მე უნდა დამეტოვებინა პარტია. ეს ძალიან მძიმეა ჩემთვის, რადგან ახლაც ბრძოლა მიწევს“, - უთხრა ჟურნალისტებს მმართველი გუნდის საოლქოს ყოფილმა უფრსომა ლაზარე ავალიანმა.
ოპოზიციაში გადასული მმართველი პარტიის წევრები ასევე მიიჩნევენ, რომ ზურაბიშვილი რუსეთის ინტერესების გამტარებელია.
17 წევრის მიერ „ქართული ოცნების“ დატოვების შესახებ დღეს „ევროპული საქართველოს“ ზუგდიდის ოფისში საგანგებო ბრიფინგზე განცხადება გიგი უგულავამ გააკეთა.
„ჩვენ სხვადასხვა მხარეს ვიდექით, გვქონდა დაპირისპირება, დისკუსია, გვაერთიანებდა ხედვა, რომ გვინდა უკეთესი საიმედო ხვალინდელი დღე. ჩვენ ვხედავთ, რომ ეს შეუძლებელი გახდა. ყველაზე მძიმე ამ ადამიანებისთვის აღმოჩმნდა სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერა. ის არის კანდიდატი, რომლის მხარდაჭრა ნიშნავს კომპრომისს საკუთარ სინდისთან. ეს არის ნელად მოქმედი ნაღმი, რომელიც ქართული სახელმწიფოებრიობის ფუნდამენტს „ქართულა ოცნებამ“ დაუდო“, - აღნიშნა უგულავამ.
მან მმართველი პარტიის სხვა წევრებსაც მოუწოდა, გადადგნა მსგავსი ნაბიჯი, რადგან, მისი ინფორმაციით, „ქართული ოცნების“ შტაბებში ზურაბიშვილის მხარდაჭრის გამო წინააღდეგობებია.
„სიამაყით მინდა მოგესალმოთ და მადლობა გითხრათ, რომ იბრძვით სიმართლისთვის, რომელიც „ქართულ ოცნებასთან“ აღარ არის. ეს კოალიცია, რომელიც გულისხმობს „არა სალომე ზურაბიშვილს“ აპოგეას მიაღწევს 28 ოქტომებრს მისი დამარცხებით“, - დასძინა უგულავამ.
მმართველი პარტია ზუგდიდში ძირითადად „ქართული ოცნების“ კოორდინატორებმა, აგიტატორებმა და სხვა წევრებმა დატოვეს.
რადიო \"ათინათი\"
Website: http://radioatinati.ge/
Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI
Google+: https://plus.google.com/u/1/
Twitter: https://twitter.com/Atinati1059
Instagram: //www.instagram.com/radioatinati1059fm/