პირველი არხის ჟურნალისტს აქციის #ნუმომკლავ ორგანიზატორებთან მისვლის საშუალება არ ეძლევა
06/10/2018
რუსთაველის გამზირზე აქცია #ნუმომკლავ მიმდინარეობს.
როგორც პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, მედიის წარმომადგენლებს აქციის ორგანიზატორებთან მისვლის საშუალება არ ეძლევათ.
აქციის #ნუმომკლავ ორგანიზატორებთან, რომლებიც სცენის უკანა პერიმეტრზე იმყოფებიან, გასაუბრების საშუალება მხოლოდ „რუსთავი ორს“ აქვს.
ცოტა ხნის წინ, პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე მცირე ინციდენტსაც ჰქონდა ადგილი. ერთ-ერთ შვილმკვდარ მამას სცენაზე გამოსვლის საშუალება არ მისცეს. როგორც შვილმკვდარი მამა აცხადებს, მან სცენაზე გასვლის თხოვნის საპასუხოდ, გინება მიიღო.