პირველი არხის ჟურნალისტის დაკითხვა

21.06.2019 01:13

საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტმა, ნიკა მუხიგულაშვილმა, რომელსაც სამართალდამცველებმა სცემეს, რამდენიმესაათიანი დაკითხვის შემდეგ შსს-ს შენობა დატოვა. დაკითხვიდან გამოსვლის შემდეგ მან დეტალურად გაიხსენა ინციდენტი, რა დროსაც მას ფიზიკურად გაუსწორდნენ. ჟურნალისტის თქმით, კოსტავას გამზირზე, სამართალდამცველები კორპუსებში ეძებდნენ აქციის მონაწილეებს, რომლებმაც მანქანა გადააყირავეს და დაუმორჩილებლობა გამოაცხადეს. ჟურნალისტმა და ოპერატორმა შორიდან კადრები გადაიღეს, რისი წაშლაც მათ სამართალდამცველებმა მოსთხოვეს, შემდეგ კი ჟურნალისტს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/ გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: