#მოამბე 21 საათზე, 30 იანვარი, 2024 #LIVE

30.01.2024 56:43

• ქვეყანა სამთავრობო ცვლილებების მოლოდინში - გადაადგილებები, მოსალოდნელი საკადრო ცვლილებები მინისტრთა კაბინეტში, სავარაუდო კანდიდატები და პოლიტიკური შეფასებები • ახალი ევრორეკომენდაციების შესრულება, ხმაურით დაწყებული სამუშაო პროცესი და პოლიტიკურ ძალთა სტრატეგია - „ლელოს“ ბოიკოტს მმართველი გუნდი დესტრუქციად აფასებს, ოპოზიციის ნაწილი კი სამუშაო პროცესში ერთვება და მამუკა ხაზარაძის პარტიის ნაბიჯს რადიკალიზმს და ფარისევლობას უწოდებს • „ნაციონალური მოძრაობის“ ძველი სახეების ახალი გეგმები არჩევნებამდე ცხრა თვით ადრე, კონსულტაციები ახალი პოლიტიკური ცენტრის შესაქმნელად და სკეპტიციზმი პოლიტიკურ წრეებში - სააკაშვილისგან დისტანცირების შესახებ ნიკა გვარამიას დეკლარირებულ განაცხადს მმართველი გუნდი საზოგადოების მოტყუებად განიხილავს • წიგნის, „ბერძნები საქართველოში“ პრეზენტაცია - მე-19-მე-20 საუკუნეებში საქართველოში ლტოლვილი ეთნიკური ბერძნების ცხოვრება და ეროვნულ არქივში დაცული უნიკალური მასალები, რომელსაც გამოცემა აერთიანებს ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: