სადავო კანონპროექტები - საერთაშორისო გამოხმაურება

09.03.2023 01:59

სადავო კანონის გაწვევის შესახებ მმართველი პარტიის გადაწყვეტილებას მიესალმება ოლივერ ვარჰეი, უმაღლესი ევროკომისარი აცხადებს, რომ საქართველოს კვლავ შეუძლია ევროკავშირის გზაზე ჰქონდეს მათი მხარდაჭერის იმედი. ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი ამის შესახებ „ტვიტერის“ გვერდზე წერს: „მივესალმები მმართველი პარტიის გადაწყვეტილებას არასამთავრობო ორგანიზაციებთან დაკავშირებით სადავო კანონის გამოწვევის შესახებ. საქართველოს კვლავ შეუძლია, ჩვენი მხარდაჭერის იმედი ჰქონდეს ევროკავშირის გზაზე“. „მივესალმები საქართველოს გადაწყვეტილებას, უკან გაიწვიოს „უცხოური აგენტების“ შესახებ კანონპროექტი, სამოქალაქო საზოგადოებამ აჩვენა თავისი ძალა და პატივისცემას იმსახურებს აცხადებს ლინას ლინკევიჩუსი. ლიეტუვის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი ამბობს „ეს პოზიტიური ნაბიჯი უნდა იქცეს საზოგადოების კონსოლიდაციის და ევროატლანტიკური ინტეგრაციის სტრატეგიულ, სასიცოცხლო მნიშვნელობის მიზნებზე ფოკუსირების პლატფორმა. სამოქალაქო საზოგადოებამ აჩვენა თავისი ძალა და პატივისცემას იმსახურებს“, – წერს ლინას ლინკევიჩუსი. „კანონპროექტის გაწვევა შეიძლება იყოს მნიშვნელოვანი სიახლე საქართველოდან, თუმცა მხოლოდ პირველი ნაბიჯი, არა რუსულ კანონს. ამის შესახებ ვიოლა ფონ კრამონი წერს. ევროპარლამენტარი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტის უკან გაწვევას სოციალურ ქსელში ეხმაურება.  „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული სადავო კანონპროექტის გაწვევის გადაწყვეტილებას „ტვიტერზე“ ეხმაურება ევროპარლამენტარი მირიამ ლექსმანიც. მისი განცხადებით, „პროცესში ერთადერთი რადიკალური ძალა მმართველი პარტია აღმოჩნდა“. „მივესალმები ამ ახალ ამბავს, მაგრამ ეს ყველაფერი ნამდვილად საჭირო იყო? ღირდა ქვეყნის საერთაშორისო რეპუტაციის დაზიანებად და საზოგადოების კიდევ უფრო პოლარიზებად? ერთადერთი რადიკალური ძალა და ტყუილების ერთადერთი მანქანა ამ საზიანო ეპიზოდში მმართველი პარტია აღმოჩნდა“, – წერს ლექსმანი. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

„გამჭვირვალობის კანონპროექტი“ და პრეზიდენტის ვეტო
07:25

„გამჭვირვალობის კანონპროექტი“ და პრეზიდენტის ვეტო

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“
04:16

კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ - შეფასებები პოლიტიკურ სპექტრში
09:17

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ - შეფასებები პოლიტ...

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

საარჩევნო რეფორმა - ოპოზიციის ალტერნატიული პროექტი
07:02

საარჩევნო რეფორმა - ოპოზიციის ალტერნატიული პროექტი

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ხმაური და დაპირისპირება საკომიტეტო განხილვაზე
09:15

ხმაური და დაპირისპირება საკომიტეტო განხილვაზე

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

#მოამბე 21 საათზე, 3 მარტი, 2023 #LIVE
01:01:40

#მოამბე 21 საათზე, 3 მარტი, 2023 #LIVE

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

„ხალხის ძალის“ სადავო კანონპროექტი
06:48

„ხალხის ძალის“ სადავო კანონპროექტი

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

#მოამბე 21 საათზე, პირველი მარტი, 2023 #LIVE
54:00

#მოამბე 21 საათზე, პირველი მარტი, 2023 #LIVE

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ყველა ვიდეო