სხდომა საკონსტიტუციო სასამართლოში
„არჩილ მორბედაძე და ამალია ბადალიანი საქართველოს განათლებისა მინისტრის წინააღმდეგ“ - ამ საქმეზე საკონსტიტუციო სასამართლოში არსებითი განხილვა მიმდინარეობს. სადავოდ გამხდარი ნორმის თანახმად, ერთიანი ეროვნული გამოცდის ტესტირებაზე გამოუცხადებლობა აბიტურიენტს ართმევს უფლებას, მოითხოვოს დამატებითი ტესტირების ჩატარება, მიუხედავად იმისა, ტესტირებაზე გამოუცხადებლობა ობიექტური მიზეზით იყო გამოწვეული თუ არა. მოსარჩელე მხარე განმარტავს, რომ ერთიან ეროვნულ გამოცდაში მონაწილეობით აბიტურიენტი ახდენს საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული განათლების მიღების, მისი ფორმის არჩევისა და კანონით დადგენილი წესით დაფინანსების მიღების უფლებების რეალიზებას. სადავო ნორმით ხდება დასახელებულ უფლებებში არაპროპორციული ჩარევა, რადგან ის გამორიცხავს დამატებითი ტესტირების ჩატარების შესაძლებლობას, მათ შორის ისეთ შემთხვევებშიც, როდესაც აბიტურიენტის ტესტირებაზე გამოუცხადებლობა გამოწვეულია მისგან დამოუკიდებელი ობიექტური გარემოებებით. საქმეს განიხილავს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია. რეგლამენტის შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის გადაწყვეტილებით, არსებითი განხილვის სხდომა, ზეპირი მოსმენის ფორმით, იმართება დისტანციურად. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
სხდომა საკონსტიტუციო სასამართლოში
TV 25
სხდომა საკონსტიტუციო სასამართლოში
TV 25
განმწესრიგებელი სხდომა საკონსტიტუციო სასამართლოში
TV 25
პლენუმის სხდომა საკონსტიტუციო სასამართლოში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
პლენუმის სხდომა საკონსტიტუციო სასამართლოში
TV 25
კიდევ ერთი სხდომა საკონსტიტუციო სასამართლოში
TV 25
განახლებული პლენუმის მორიგი სხდომა საკონსტიტუციო სასამართლოშ...
TV 25
საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster