საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომა
სახალხო დამცველი უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს იუსტიციის საბჭოს მიერ საქართველოს პარლამენტისთვის წარსადგენი კანდიდატების შერჩევის წესს საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებს. სასამართლოს პლენუმმა დღეს განმწესრიგებელ სხდომაზე უნდა განიხილოს, მიიღებს თუ არა წარმოებაში არსებითი განხილვისთვის სარჩელს. სახალხო დამცველის აპარატი დღესვე დააყენებს შუამდგომლობას, სასამართლო განხილვის დასრულებამდე შეჩერდეს სადავო ნორმა. მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ კანონმდებლობა არ ითვალისწინებს კანდიდატთა წარდგენის შესახებ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილების დასაბუთების მოთხოვნას და მისი გასაჩივრების შესაძლებლობას. ამასთან, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო არ არის შებოჭილი კანდიდატის შეფასების ისეთი კრიტერიუმებით, როგორებიცაა კეთილსინდისიერება და კომპეტენტურობა. შესაბამისად, კანდიდატების შერჩევის პროცედურა ვერ უზრუნველყოფს საუკეთესო კანდიდატების შერჩევას, რაც ეწინააღმდეგება კონსტიტუციის მოთხოვნებს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომა
TV IMEDI
მზადება პრეზიდენტის იმპიჩმენტისთვის | 3 დღე საკონსტიტუციო სა...
მთავარი არხი • Mtavari Arkhi
პრეზიდენტი მოსამართლეებს შეხვდა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
„საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ სარჩელი არ დაკმაყოფილ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
განცხადებები პარლამენტის სხდომაზე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ზაზა თავაძეს იურიდიული კომიტეტის სხდომაზე უსმენენ
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
უზენაესი სასამართლოს პლენუმი და გამოხმაურებები
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
დავების წარმოება საკონსტიტუციო სასამართლოში - საკანონმდებლო...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster