„საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე ევა გოცირიძე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წინააღმდეგ შეტანილი სარჩელის განხილვაში მონაწილეობას გააგრძელებს. საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ არ დააკმაყოფილა მოსარჩელის, „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ შუამდგომლობა ევა გოცირიძის აცილებასთან დაკავშირებით. აცილების შუამდგომლობა მოსარჩელემ იმ მოტივით დააყენა, რომ ევა გოცირიძე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის პერიოდში თავად მონაწილეობდა სადავო ნორმის – მოსამართლეობის კანდიდატების დახურულ სხდომაზე მოსმენის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებაში, ამდენად მათი პოზიციით, არსებობდა სუბიექტური დამოკიდებულების ალბათობა. სასამართლოს პირველი კოლეგიის გადაწყვეტილებაში კი, რომელიც მოსამართლე მერაბ ტურავამ წაიკითხა, ნათქვამია, რომ მოსარჩელის მოსაზრება არ არის გოცირიძის აცილებისთვის საკმარისი არგუმენტი, ვინაიდან საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკაში ხშირად ყოფილა შემთხვევები, როცა მოსამართლეები არიან პარლამენტის ყოფილი წევრები და უწევთ იმ კანონებზე მსჯელობა, რომელთა მიღებაშიც თავად მონაწილეობდნენ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მოსამართლეობის პერიოდში ისინი გადაუხვევენ მიუკერძოებლობის პრინციპს. საკონსტიტუციო სასამართლოს დღევანდელ სხდომაზე, მოსამართლეობის კანდიდატებთან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დახურულ სხდომაზე გასაუბრების წესის კონსტიტუციურობაზე მსჯელობენ. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/ გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
„საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ ანგარიში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის ანგარიში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის კვლევის შედეგების პრეზე...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
„საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ ანგარიში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
გიორგი მშვენიერაძე • ჩვენ ვირჩევთ ევროპას
ჩვენ ვირჩევთ ევროპას
გიორგი ტუღუში • ჩვენ ვირჩევთ ევროპას
ჩვენ ვირჩევთ ევროპას