პროტესტი მიხეილ სააკაშვილის განცხადებებზე

20.11.2018 05:45

მიხეილ სააკაშვილს სიძულვილის ენის გამოყენებასა და ანტისემიტური განცხადების გაკეთებაში ადანაშაულებენ.

„ქართული ოცნების“ მიერ მოწვეული პიარ-ტექნოლოგის მისამართით ექს-პრეზიდენტის მიერ ნათქვამი ფრაზა მწვავე კრიტიკის საგანი ხდება.

რამდენიმე დღის წინ სააკაშვილმა ისრაელიდან ჩამოყვანილი პიარ-სპეციალისტი დამამცირებელი ფრაზით მოიხსენია. ქართველ ებრაელთა სათვისტომოს გარდა, განცხადებას გმობენ არასამთავრობო ორგანიზაციები, სახალხო დამცველი, ასევე სამოქალაქო პლატფორმის, - „არა ფობიას“, - წევრები, რომლებიც ყოფილი პრეზიდენტის მხრიდან სიძულვილის ენის გამოყენების გახშირებულ ფაქტებზე მიუთითებენ და კონკრეტულ მაგალითებსაც იხსენებენ.

მიხეილ სააკაშვილი და მისი თანაგუნდელები ბრალდებებს არ იღებენ.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:
Mankanebi