ინფრასტრუქტურული პრობლემები დიდ დიღომში
დიდ დიღომში მდებარე, 221-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები და მშობლები სკოლის მიმდებარედ საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას ითხოვენ. მათი განცხადებით, ე. წ. მეგა-სკოლამდე მისასვლელი გზა მანქანების მრავალრიცხოვან ნაკადს ვერ ატარებს, რის გამოც გაკვეთილების დაწყებისა და დამთავრების პერიოდში გაუვალი საცობები იქმნება. მძღოლების ნაწილი იძულებულია ალტერნატიული, კუსტარულად მოწყობილი გზით ისარგებლოს, თუმცა გაუვალ საცობები ამ გზაზეც ყოველდღიურად იქმნება. საგზაო ნიშნების და ტროტუარის არ არსებობის, ასევე ავტომობილების სიმრავლის გამო, სკოლამდე უსაფრთხოდ მისვლა ფეხითაც შეუძლებელია. მდგომარეობა განსაკუთრებით წვიმის პერიოდში მძიმდება. მშობლების განცხადებით, უკვე ორი წელია ისინი მერიას და განათლების სამინისტროს მიმართავენ, რომ აღნიშნული პრობლემა მოგვარდეს, თუმცა ამ დრომდე არაფერი გაკეთებულა. საკითხთან დაკავშირებით საბურთალოს გამგეობაში საქართველოს პირველ არხს განუცხადეს, რომ ხელაძის ქუჩა, რომელზე გავლაც ყოველ დილით შეუძლებელია, სრულად მოწესრიგებულია. კუსტარული გზა კი, რომლითაც მოსახლეობა სარგებლობს, ჩვენი ინფორმაციით, განათლების სამინისტროს ბალანსზეა. პირველმა არხმა განმარტებისთვის, - იგეგმება თუ არა გზის მოწესრიგება ან პარკინგის გაკეთება ამ ტერიტორიაზე, - განათლების სამინისტროს მიმართა, თუმცა ამ დრომდე პასუხი არ მიუღია. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ზუგდიდში სახალხო დამცველის ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა
Radio Atinati
შეხვედრა სოფელ მუხრანში
Tamara Karelidze
ინფრასტრუქტურული პრობლემები
TV IMEDI
ინფრასტრუქტურული პრობლემები და ზუგდიდის ბიუჯეტის პრიორიტეტებ...
Radio Atinati
ინფრასტრუქტურული პრობლემები ნასაკირალის ბაღში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ინფრასტრუქტურული პრობლემები ზუგდიდში
Radio Atinati
ინფრასტრუქტურული პრობლემები სოფელ ნიკიტაურში
Ajara TV
ინფრასტრუქტურული პრობლემები კარალეთის დევნილთა დასახლებაში 1...
Tv Dia