გორის მერმა წარმატებული სტუდენტები დააჯილდოვა


გორის მუნიციპალიტეტის მერმა ვლადიმერ ხინჩეგაშვლმა, ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, სტუდენტებს 500 ლარიანი ვაუჩერები გადასცა.
500 ლარი იმ სტუდენტებს ჩაერიცხებათ, ვინც 2021 წლის ეროვნულ გამოცდებში 100 % -იანი გრანტები მოიპოვა.
გორის მერიის პროგრამა წარმატებული აბიტურიენტების წახალისებასა და მოსწავლეების მოტივაციის გაზრდას ისახავს მიზნად.
ახალგაზრდებთან შეხვედრა საინტერესო კითხვა - პასუხის რეჟიმში გაგრძელდა და სამომავლოდ თანამშრომლობაც დაიგეგმა.
#გორისმერია2021
#ვლადიმერხინჩაგაშვილი

ვიდეოები „გორის მუნიციპალიტეტის მერია"-ისგან