ცვლილებები საარჩევნო კოდექსში


ამ წუთებში მეცხრე მოწვევის პარლამენტის ბოლო საშემოდგომო სესია იხსნება - გაიმართება პოლიტიკური დებატები. საშემოდგომო სესიის ფარგლებში, ერთ-ერთი მთავარი განსახილველი საკითხი „საარჩევნო კოდექსში“ მომზადებული ცვლილებები იქნება. კანონპროექტით სისხლის სამართლის დანაშაული ხდება ამომრჩევლის მოსყიდვა, ძალადობა, ხმის ფარულობის დარღვევა.

ოპოზიცია აცხადებს, რომ ცვლილებები პრობლემებს ვერ გადაჭრის და ისინი ალტერნატიულ პროექტს მოამზადებენ. მმართველ გუნდში კი აცხადებენ, რომ კანონპროექტი დემოკრატიული არჩევნების ჩატარებას უზრუნველყოფს.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან